მშვიდობაში თითო ქულა

AutoSharing Option
ვერ ვიტყვით, რომ შაბათს ბოლნისში რომელიმე გუნდს გამარჯვება არ სურდა ან სამი ქულის მოსაპოვებლად რამე დააკლო, მაგრამ ფაქტია, "სიონისა" და "ტორპედოს" უკანახაზელები შემტევებზეზე პროდუქტიულად მოქმედებდნენ. ორივე გუნდი სატუნირო ცხრილის ”ოქროს შუალედშია", ერთი შეხედვით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის პოტენციალი ბოლნისელებსაც უნდა ჰქონდეთ და ქუთაისელებსაც, მაგრამ ამ მატჩში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...

შეხვედრა ცუდი სანახავი სულაც არ ყოფილა, თუმცა, ამის მიუხედავად, საგოლე მომენტები, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ნამდვილად ვერ გამოვყოფთ რომელიმე მხარეს. საქართველოს ჩემპიონატში ბურთის ფლობის პროცენტული გამოთვლა რომ
იყოს შესაძლებელი, ამ მატჩის მონაწილეებს ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, იდენტური ექნებოდათ.

ზემოთ სახიფათო ეპიზოდების სიმცირე ვახსენეთ და ვფიქრობთ, არც ღირს იმ რამდენიმე შორეული დარტყმის გახსენება, რომლებიც მიზანს კაი გვარიანად ასცდა. ერთადერთი მცდელობა, რომელიც კინაღამ გოლით დასრულდა, ტორპედოელი დაჩი ფოფხაძისა იყო - მისი დარტყმა ”სიონის" კარის ხარიხას მოხვდა. ეს პირველ ტაიმში.

ბოლნისელებს შესვენებამდე ამაზე უფრო უსიამოვნო ამბის გადატანაც მოუხდათ: გამოცდილი მცველი მიხეილ კობაური დაუშავდათ, რომელიც, სავარაუდოდ, წლეულს თამაშს ვეღარ შეძლებს. უნდა შევაქოთ ”ტორპედოს" ერთგული ქომაგები, რომლებმაც შორი გზა არ დაიზარეს და მშობლიური ქალაქის გუნდს 90 წუთის განმავლობაში ისე ენერგიულად ქომაგობდნენ, უცხო თვალისთვის ძნელი მისახვედრი იქნებოდა, ვინ იყო თამაშის მასპინძელი.

მოკლედ, მატჩი მშვიდობიანად, აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი ნულებით დასრულდა და ეს შედეგი მტკივნეულად არც მასპინძლებს მიუღიათ და არც სტუმრებს.


სიონი-ტორპედო 0:0
20.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი

სიონი ტორპედო
4-4-2 4-4-2
მერლანი მიგინეიშვილი
კობაური დ. ფოფხაძე
გ. თარგამაძე ს.თოდუა
ლ. ჭელიძე ფარულავა
ქურასბედიანი ჩიკვილაძე
ლ. ვაშაკიძე გ. დათუნაიშვილი
დიდავა მ. გიგაური
ლ. ნოზაძე დიღმელაშვილი
ისიანი თარხნიშვილი
გ. თოდუა ვ. კვარაცხელია
რ. გოცირიძე საბანაძე

სიონი
24. კობაური – ნემსაძე
65. ისიანი – უგრეხელიძე
74. გ. თოდუა – ბობოხიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ოქროპირიძე, სანიკიძე, გ. მელქაძე

ტორპედო
70. გიგაური – ლომაშვილი
85. კვარაცხელია – ქემუხტაშვილი
90. საბანაძე – გ. ჩხეტიანი
სათადაროგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გ. გურული, ნ. კვასხვაძე

გაფრთხილება: გიგაური (28), ნოზაძე (52), ქურასბედიანი (68), საბანაძე (71), ჩიკვილაძე (81)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
დავაი ტორპედოოოო ვიტ ჯორჯიასთან გადამწყვეტი თამაშია 4 ადგილისთვის და უეჭველი 3 ქულა გვინდა.კაია ვიტელებმა რო წააგეს
kako
15:04 22-11-2010
0

სიახლეები პოპულარული