შეხვედრა ცუდი სანახავი სულაც არ ყოფილა, თუმცა, ამის მიუხედავად, საგოლე მომენტები, ფაქტობრივად, ვერ ვნახეთ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ნამდვილად ვერ გამოვყოფთ რომელიმე მხარეს. საქართველოს ჩემპიონატში ბურთის ფლობის პროცენტული გამოთვლა რომ
ზემოთ სახიფათო ეპიზოდების სიმცირე ვახსენეთ და ვფიქრობთ, არც ღირს იმ რამდენიმე შორეული დარტყმის გახსენება, რომლებიც მიზანს კაი გვარიანად ასცდა. ერთადერთი მცდელობა, რომელიც კინაღამ გოლით დასრულდა, ტორპედოელი დაჩი ფოფხაძისა იყო - მისი დარტყმა ”სიონის" კარის ხარიხას მოხვდა. ეს პირველ ტაიმში.
ბოლნისელებს შესვენებამდე ამაზე უფრო უსიამოვნო ამბის გადატანაც მოუხდათ: გამოცდილი მცველი მიხეილ კობაური დაუშავდათ, რომელიც, სავარაუდოდ, წლეულს თამაშს ვეღარ შეძლებს. უნდა შევაქოთ ”ტორპედოს" ერთგული ქომაგები, რომლებმაც შორი გზა არ დაიზარეს და მშობლიური ქალაქის გუნდს 90 წუთის განმავლობაში ისე ენერგიულად ქომაგობდნენ, უცხო თვალისთვის ძნელი მისახვედრი იქნებოდა, ვინ იყო თამაშის მასპინძელი.
მოკლედ, მატჩი მშვიდობიანად, აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერი ნულებით დასრულდა და ეს შედეგი მტკივნეულად არც მასპინძლებს მიუღიათ და არც სტუმრებს.
სიონი-ტორპედო 0:0
20.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი
სიონი ტორპედო
4-4-2 4-4-2
მერლანი მიგინეიშვილი
კობაური დ. ფოფხაძე
გ. თარგამაძე ს.თოდუა
ლ. ჭელიძე ფარულავა
ქურასბედიანი ჩიკვილაძე
ლ. ვაშაკიძე გ. დათუნაიშვილი
დიდავა მ. გიგაური
ლ. ნოზაძე დიღმელაშვილი
ისიანი თარხნიშვილი
გ. თოდუა ვ. კვარაცხელია
რ. გოცირიძე საბანაძე
სიონი
24. კობაური – ნემსაძე
65. ისიანი – უგრეხელიძე
74. გ. თოდუა – ბობოხიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, ოქროპირიძე, სანიკიძე, გ. მელქაძე
ტორპედო
70. გიგაური – ლომაშვილი
85. კვარაცხელია – ქემუხტაშვილი
90. საბანაძე – გ. ჩხეტიანი
სათადაროგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გ. გურული, ნ. კვასხვაძე
გაფრთხილება: გიგაური (28), ნოზაძე (52), ქურასბედიანი (68), საბანაძე (71), ჩიკვილაძე (81)
არბიტრი: ხ. გაგნიძე