ლიგა დავალიანებას გაისტუმრებს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მომსახურე მსაჯები კუთვნილ საფროს მალე მიიღებენ. ეს "ლელოს" პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურმა მდივანმა პაატა ბურჯალიანმა განუცხადა.

”ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო თანხების გაცემა დაბრკოლდა. თუმცა ლიგა პრობლემის მოგვარებას ცდილობდა და უკვე შემიძლია გითხრათ, რომ საკითხი გადაწყვეტილია, თანხები გამოინახა და მსაჯები კუთვნილ ხელფასებს ამ კვირაში მიიღებენ. გეტყვით იმასაც, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნება", - ამბობს ბურჯალიანი.

შეგახსენებთ, რომ თვენახევრის დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით მსაჯებმა 10 ნოემბერს ეროვნულ სტადიონზე აქცია გამართეს და თანხის მიუღებლობის შემთხვევაში უახლოესი ტურის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. მათ პროფლიგის
პრეზიდენტი გია ფირცხალავა შეხვდა და პრობლემის მოგვარებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე შეპირდა.

თუმცა 15 ნოემბერს პრობლემა კვლავ მოუგვარებელი იყო და გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მსაჯები ამჯერად განვლილი უქმეების ტურის ბოიკოტირებას აპირებდნენ. როგორც ჩანს, პრობლემის მოგვარება რეალური გახდა და ტურიც შეუფერხებლად ჩატარდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული