საიდან ასეთი აგრესია? - "ტორპედოს" ფანებმა მასპინძელთა ქომაგზე გაიწიეს

AutoSharing Option
ჩემპიონატის ლიდერებისა და ძველისძველი მეტოქეების დაპირისპირება ისეთი გამოდგა, როგორც "ქართულ კლასიკოს" ახასიათებს ხოლმე.

...შოკისმომგვრელი დასაწყისი, სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელთა დომინირება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, გაცუდებული და რეალიზებული პენალტები, ემოციების "დუღილი" მოედანსა თუ ტრიბუნებზე, მატჩის ბოლოს მოვლენების რადიკალური "შემოტრიალება", მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელი" და ბოლოს, მატჩის დასაწყისზე არანაკლებ შოკისმომგვრელი ეპილოგიც...

ჰო, შაბათის მატჩში ყველაფერი ვნახეთ დღესდღეობით ორი საუკეთესო ქართული გუნდის შესრულებით და ერთადერთი, რაც გულში ხინჯად დაგვრჩა, კვლავაც "მარადიული" პრობლემა იყო: რიგით 56-ე "ქართული კლასიკო" აშკარად იმსახურებდა ბევრად უფრო მეტ აუდიტორიას.

თუმცა, მეორე
მხრივ, ისიც სათქმელია, რომ იქნებ კარგიც იყო, შაბათის მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩატარდა: ზუსტად ვერ გეტყვით, რის გამო, მაგრამ მატჩის დაწყებიდან 5-6 წუთი იქნებოდა გასული, როცა ცალკე სექტორში მყოფი "ტორპედოს" ფანთა არცთუ მცირე ნაწილი თავისი ადგილიდან დაიძრა და..." დინამოს" ფანებისკენ ურთიერთობის გასარკვევად გაემართა!

არადა, ორივე გუნდის ფანებს სტადიონზე საკმაო მანძილი აშორებდათ, თუმცა, ვიდრე პოლიცია (აი, ამათი ნაკლებობა კი ნამდვილად იგრძნობოდა) თუ სტადიონის დაცვის სამსახური დაპირისპირებულ მხარეებს "დააშოშმინებდა" და სექტორებიდან გამავალ კარებებს გადაკეტავდა (რაც, თავიდანვე რომ გაეკეთებინათ, ალბათ, არც არაფერი მოხდებოდა), სტუმართა თუ მასპინძელთა ფანებმა "ურთიერთობის გარკვევაც" მოასწრეს და, რაც ყველაზე ცუდია, ჰაერში სკამების ფრიალიც ვნახეთ!

ტრიბუნაზე მჯდომს ფეხბურთში ემოციას ვერავინ დაუშლის, მაგრამ მაინც ვერაფრით ვხსნით სტუმართა ფანების განრისხებასა თუ ზომაგადასულ აგრესიას!

კიდევ ვიმეორებთ, ნამდვილად არ ვიცით, თუ რამ გამოიწვია მატჩის დასაწყისშივე სტუმართა არცთუ მცირერიცხოვანი ფანების გაღიზიანება-განრისხება, მაგრამ, რაც უნდა იყოს, სხვა ქალაქში რომ ჩადიხარ, სულ მცირე, ოდნავ მეტი ზრდილობა და თავშეკავებული საქციელი გმართებს და არა - სკამების მტვრევა და მერე სხვადასხვა მიმართულებით სროლა.

არადა, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ მომენტისათვის "ტორპედო" უკვე 1:0-ს იგებდა და პლუს, რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ტორპედო 2:1 - ემოციური და დაუვიწყარი "ქართული კლასიკო" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბატონო გია დიდ პატივს გცემთ და ძალიან ბევრი სტატია წამიკითხავს თქვენი დაწერილი რომლებიც მართლაც გამოირჩევა პროფესიონალიზმით. ეს თქვენი სტატია უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს ვიდრე ქართულ ფეხბურთზე მზრუნველი გუშემატკივრის. არ შეიძლება ადამიანს უზრდელი უწოდო და მითუმეტეს თუ არ იცი სიმართლე. იქნებ სიმართლე გაგეგოთ და შემდეგ დაგეწერათ სტატია.
lelo
22:58 28-10-2013
0
***ვინც დაგარიგა ასეტი სტატია დაბეჭდეო
chelo
02:04 29-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული