შეხვედრის პირველი ნახევარი ასეთი სცენარით წარიმართა - ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და ბურთსაც, უმეტესად, სწორედ ისინი აკონტროლებდნენ, ხოლო მარტვილელები თავიანთ შანსს სწრაფ კონტრიერიშებში ეძებდნენ.
საბოლოოდ, ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრებმა ნომინალურ მასპინძელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს და ანგარიშის გახსნასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა მომენტები გააცუდეს.
ანგარიშის გახსნა მარგველებმა მხოლოდ 75-ე წუთზე მოახერხეს - გურამ სამუშიას დროული და ზუსტი გადაცემის
78-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - ზესტაფონელთა შეტევა ლევან კუტალიას უძლიერესმა დარტყმამ დააგვირგვინა, თუმცა "მერანის" მეკარემ ამ დარტყმის მოგერიება მოახერხა; დასწრებაზე კი ყველას საბა ლომიამ დაასწრო და ბურთი კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა - 2:0 "ზესტაფონის" სასარგებლოდ.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" 30 ოქტომბერს გამართავს.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის განმეორებით მატჩში იმერლები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონს" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
მატჩის შემდეგ:
კახა ჩხეტიანი ("მერანი"):
"პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, 5 მცველით გამოვედით მოედანზე და შევეცადეთ, "ზესტაფონისთვის" თამაში ჩაგვეკეტა. გვქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ვერ შევძელით. "არ გაიტან - გაგიტანენ".
მომდევნო მატჩი "გურიასთან" გვაქვს და შევეცდებით, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან".
რატკო დოსტანიჩი ("ზესტაფონი"):
"საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, "მერანი" დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება.
ვულოცავ ბიჭებს, "მერანს" კი წარმატებებს ვუსურვებ".
მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით