გია გეგუჩაძე: "ზესტაფონის" გაწვრთნაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი რატკო დოსტანიჩი კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან დაითხოვა და უმალ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს შესაძლოა გია გეგუჩაძე დაუბრუნდეს.

დოსტანიჩი "ზესტაფონში" ამ სეზონის წინ მივიდა, თუმცა გუნდის საქმე კარგად ვერ წავიდა - ჯერჯერობით მე-7 ადგილი ეროვნულ ჩემპიონატში და მარცხი ბოლნისის "სიონთან" თასის მერვედფინალში.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ სანამ "ზესტაფონის" თავკაცი დოსტანიჩი გახდებოდა, კლუბსა და გეგუჩაძეს შორის მაშინაც გაიმართა მოლაპარაკება, მაგრამ მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ...

Sportall.ge თავად სპეციალისტს დაუკავშირდა და გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

-
ბატონო გია, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ?

- ამჟამად კლუბთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. 1-ელ ნოემბერს უფრო დაზუსტებით შევძლებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.

* * *
შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, "ზესტაფონი" 2011 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და სპეციალისტთა საყოველთაო აზრით, საქართველოში ყველაზე სანახაობრივ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა. გუნდი მომდევნო წელსაც, თითქმის იმავე ფეხბურთელებითა და იმავე ტაქტიკური მონახაზით, კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს პირველი კლუბი...
მკითხველის კომენტარები / 5 /
Imedia legionerebs ar gaushvebs yvelas
HENRY14
01 ნოემბერი 2013 14:50
0
კარგი იქნება გია ბატონი თუ დაბრუნდება ჩვენთან, თუნდაც იმიტომ რომ ახალი გუნდის შენება მართლაც შეიძლება, კარგი ბიჭები არიან გუნდში და ერთი ორს თუ დაიმატებენ მთლად უკეთესი. პ.ს იქნებ ჯაბაც მოაბრუნოთ ჩვენსკენ :) ჯაბა და ღონღაძე.
PARFIUMER
01 ნოემბერი 2013 09:36
0
ზესტას ყველა მატჩის მხილველი ვწერ- ეს ერთადერთი გამოსავალი იყო ამ სიტუაციაში. გია გეგუჩაძე ნომერ პირველია საქართველოში ულაპარაკოდ. ჩვენ, მათ, ვინც ზესტას ნაწილნი ვართ, გვინდა, რომ გუდი მუდამ ზესტაფონში იყოს, აქ ივარჯიშოს, რადგან ის ჩვენია და როცა უჭირდა, სულ მის გვერდით ვიყავიტ. და კიდევ ბატოო გია ვიცით რო ლეგიოერებს გაუშვებთ, თუცა რენე ფერეირა დატოვეთ. ის ართლაც შეუდარებელია თედოსთა ერთად.
ale
01 ნოემბერი 2013 00:22
0
ბ-ნი გია გეგუჩაძე ამდენ ხანს უმუშევარია და ზოგიერთებს უკვირთ ქართული ფეხბურთი რატომ არ ვითარდება?
guja_kakhadze
31 ოქტომბერი 2013 23:56
0
მოგვეშველე და მაყურებელი არ მოკლდება სტადიონს
muro
31 ოქტომბერი 2013 23:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული