15-16 ივნისს "ექსპო ჯორჯიაში" საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი «სპორტფესტი» წელს უკვე მეოთხედ გაიმართება

AutoSharing Option
15-16 ივნისს "ექსპო ჯორჯიის" საგამოფენო სივრცე სპორტული ფესტივალის, „სპორტფესტის“ ფარგლებში გიმასპინძლებთ. მასზე არაერთი სპორტული დისციპლინა იქნება წარმოდგენილი.

5 რამ, რაც მხოლოდ "სპორტფესტზე" შეგიძლია გააკეთო:


1. აღმოაჩინო შენთვის ახალი სპორტის სახეობა

სპორტფესტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემადგენელი ნაწილია ახალი სპორტის აღმოჩენა. ფესტივალზე 40-ზე მეტი სპორტის სახეობა დაგხვდება: კალათბურთი, გოჯუ-რიუ, რაგბი, ტექ.ბოლი, მთის სპორტები, ფარიკაობა, გოლფი, ფრენბურთი, ჯიუ-ჯიცუ და სხვა. ყველა სივრცე ინტერაქტიულია, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია სცადო ნებისმიერი სპორტის სახეობა.

Sportall.Ge

2. შეეჯიბრო ქართველ მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს

ფესტივალს ქართული სპორტის უამრავი ვარსკვლავი სტუმრობს. ფესტივალზე
შეგიძლია შეხვდე სპორტსმენებს, მოისმინო მათი გამოცდილება, გამოართვა ავტოგრაფი ან მათთან ერთად შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge


3. შეხვდე BMX flatland-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონს - ვიკი გომესს.

16 ივნისს, Red Bull-ის მხარდაჭერით «სპორტფესტს» ეწვევა ურბანული სპორტის ვარსკვლავი ხორხე «ვიკი» გომესი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ ესპანელ ათლეტს, დაესწრონ მის შოუს და აღმოაჩინონ სპორტის ახალი და განსხვავებული სახეობა.

Sportall.Ge

4. ერთ დღეში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპორტულ შეჯიბრებაში

ფესტივალზე ორივე დღეს დატვირთული განრიგია. ტერიტორიიდან გაუსვლელად შეგიძლია ჩაერთო უამრავ შეჯიბრებაში, მიიღო ახალი გამოცდილებები, მოიგო საჩუქრები და გაერთო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.


Sportall.Ge

5. ჩაერთო ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში უფასოდ

ფესტივალზე დასწრება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა უფასოა. აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 20:00 საათამდე გაგრძელდება. 20:00 საათზე კი EURO-24ის გარე სივრცეში თამაშის ტრანსლაცია დაიწყება.

Sportall.Ge

«სპორტფესტის» მიზანია, ერთ სივრცეში შეკრიბოს რაც შეიძლება მეტი სპორტული ორგანიზაცია და დაინტერესებული ადამიანი. გარდა ამისა, სპორტული ცხოვრების სტილი, მიღწევები, ისტორია, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი წარმოაჩინოს და ჩართოს მასში საზოგადოება.

R


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული