შეგახსენებთ, რომ 2008-11 წლებში გეგუჩაძე უკვე იყო "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი და გუნდს საქართველოს ჩემპიონობაც მოაპოვებინა...
დებიუტი მას თითქოს 3 ნოემბერს, ბოლნისის "სიონთან" მატჩში უნდა ჰქონოდა, მაგრამ გაირკვა, რომ ამ შეხვედრაში გუნდს "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელები გაიყვანენ, გეგუჩაძე კი მუშაობას 5 ნოემბრიდან შეუდგება.
დღის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ ინტერვიუს გია გეგუჩაძესთან, სადაც ის ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს და "ზესტაფონის" შანსებს აფასებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"