სერგო გაბელაია: "ზუგდიდი" აუცილებლად დარჩება უმაღლეს ლიგაში

AutoSharing Option
კობა წიტაიშვილის ნაცვლად, "ზუგდიდს" სერგო გაბელაია გაწვრთნის. ის 15 ნოემბერს გულშემატკივრებს მწვრთნელ-კონსულტანტად წარუდგინეს, მაგრამ რეალურად, უნდა ვიფიქროთ, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებს.

"უპირველესად, მადლობას ვუხდი ზუგდიდელებს გულთბილი მიღებისთვის, კლუბის ხელმძღვანელობას კი - ნდობისთვის.

21-წლიან სამწვრთნელო კარიერაში აბსოლუტურად განსხვავებულ ვითარებაში მიმუშავია, მათ შორის ისეთშიც, როგორშიც ამჟამად "ზუგდიდი" იმყოფება.

ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ერთსულოვნებით მდგომარეობიდან არა ერთი გუნდი გამოგვიყვანია. დანარჩენს საქმე გვიჩვენებს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ გუნდის წევრების პოტენციალი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ "ზუგდიდი" აუცილებლად დარჩება უმაღლეს ლიგაში",
- ამბობს გაბელაია.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, კობა წიტაიშვილი გუნდიდან საკუთარი სურვილით წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მალხაზ ჭეჟია "ზუგდიდის" დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

მკითხველის კომენტარები / 5 /
giorgi daraselia ikneba zugdidis mcvrtneli,gabelaia gaugebrobashia moxvedrili
giorgi
23:15 17-11-2013
0
rato ar akveknebt chems komentars?axali mcvrtneli ikneba zugdidshi giorgi daraselia, gabelaia gaugebrobis msxverplia
goga
22:25 17-11-2013
0

სიახლეები პოპულარული