გუნდის მთავარ მწვრთნელად კი გიორგი დარასელია დაინიშნა, რაც ვერსიის სახით "ლელომ" რამდენიმე დღის წინ გამცნოთ. 19 ნოემბერსვე 44 წლის სპეციალისტმა "ზუგდიდში" პირველი ვარჯიშიც გამართა.
დარასელიას დებიუტი "ვიტ ჯორჯიასთან" მორიგი ტურის მატჩში ექნება, მანამდე კი კლუბი მას ოფიციალურადაც წარადგენს.
მართალი გამოდგა "ლელოს" ის ინფორმაცია, რომ კობა წიტაიშვილის კლუბის დირექტორად
დარასელიას საფეხბურთო წრეებში წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ ის გორის "დილას" ჩაუდგა სათავეში, საიდანაც რუსეთში გადაინაცვლა და ხაბაროვსკის "სკა ენერგიას" დამრიგებელი გახდა...
რაც შეეხება სერგო გაბელაიას, რომელიც გადადგომამდე ყოფილმა დირექტორმა მწვრთნელ-კონსულტანტად დანიშნა, მიღწეული შეთანხმების შედეგად, კლუბსა და ამ სპეციალისტს შორის კონტრაქტი გაწყდა.
"ლელო" კომენტარისთვის გაბელაიას დაუკავშირდა:
"მომხდარი გაუგებრობა იყო და გამწვავების არავითარი სურვილი არ მაქვს. სალაპარაკოც არაფერია. უბრალოდ, გუნდში ვითარება შეიცვალა და ჩემი დარჩენა არ გამოდიოდა. ეს იყო და ეს.
"ზუგდიდის" ადმინისტრაციას მაინც მეგობრულად დავშორდი. მოსულებიც ჩემი მეგობრები არიან და წასულებიც, მეგობრებადვე დავრჩით. მათ წარმატებას ვუსურვებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"