დუშან უჰრინი: მე "პლზენის" მწვრთნელად? ეს დიდი გამოწვევაა!

AutoSharing Option
ჩეხური "დენიკი" სენსაციურ ცნობას აქვეყნებს - პლზენის "ვიქტორია" შესაძლოა, დუშან უჰრინმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად თბილისის "დინამოს" თავკაცია.

49 წლის პაველ ვრბა ახლახან ჩეხეთის ნაკრებში დანიშნეს, თუმცა ის ამ სეზონს "პლზენში" ჩაამთავრებს. ვინ შეცვლის მას, ეს უკვე ჩეხური სპორტული მედიის საყვარელი თემაა.

"პლზენი" 34 ქულით მეორე ადგილზეა, წინ მხოლოდ პრაღის "სპარტაა". "დენიკის" ინფორმაციით, ორი მთავარი კანდიდატია - ზდენეკ ზემანი და დუშან უჰრინი-უმცროსი.

"დენიკი":
"სიას გამოეთიშა "დუკლას" თავკაცი ლუბოშ კოზელი, ის აღარ განიხილება პაველ ვრბას შემცვლელად. კოზელმა შაბათს განაცხადა, რომ "პლზენისგან" ოფიციალურად
მიიღო შეთავაზება, მაგრამ მან თავის კლუბთან კიდევ სამი წლით ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვიტა.

"პლზენი" აგრძელებს კანდიდატების ძებნას. ახლა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი დუშან უჰრინი-უმცროსია. "პლზენის" წარმომადგენლები თბილისშიც იმყოფებოდნენ, "დინამოს" ამჟამინდელ თავკაცთან მოსალაპარაკებლად.

კიდევ ერთი ვარიანტია ზდენეკ ზემანი, სახელოვანი მწვრთნელი, რომელიც იტალიაში ცხოვრობს"
, - წერს "დენიკი".

გამოცემა "პლზენს" დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

"სპორტ ბლესკი" თავად უჰრინის კომენტარს აქვეყნებს:

"მე "პლზენის" მწვრთნელად? რა თქმა უნდა, ეს საინტერესო იქნებოდა, "პლზენი" ხომ ჩეხეთში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

მაგრამ ამჟამად თქვენს ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, რადგან "პლზენიდან" არავინ შემხმიანებია. ჩემი აზრით, "პლზენს" დიდი პოტენციალი აქვს და მისი მწვრთნელობა დიდი გამოწვევაა"
.

იმავე "სპორტ ბლესკის" ინფორმაციით, უჰრინი კანდიდატებში ფავორიტია, რადგან ზემანის მწვრთნელობა ჩეხური კლუბისთვის მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: თუ ქართული ფეხბურთის წინსვლა გინდათ...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზდილობისტვის მაინც გეთქვა ახლა დინამოზე ვფიქრობ მხოლოდო
lasha
16:42 25-11-2013
0
რატომ იტყვის, რომ დინამოზე ფიქრობს, როცა მისი ფეხბურთელი საქვეყნოდ აცხადებს"თქვენ რა ჩვენგან მოგებას ელოდითო"?....ყოჩაღ ფიფია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული