დაპირებისამებრ, პირველი ლიგის ამ ეტაპს აუცილებლად შევაჯამებთ, რამეთუ უამრავი "უცნაურობის" გარდა, ამ ტურნირზე საინტერესოც არაერთი რამ ხდება. თანაც, ინტრიგა მხოლოდ ის კი არ არის, A და B ზონაში პირველ-მეორე ადგილებს რომელი გუნდები დაიკავებენ - არამედ ისიც, თუ რომელი გუნდები გადაინაცვლებენ მომავალი სეზონიდან მეორე ლიგაში...
ეს საფრთხე კი ერთდროულად ექვს გუნდს (სამ-სამს - თითო ზონიდან) ემუქრება და მათ ნაცვლად მეორე ლიგიდან ორი უძლიერესი გუნდი გადმოვა.
მოკლედ,
აღარაფერს ვამბობთ უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებულ "ტრადიციაზე", როცა პირველი ლიგის ბევრი გუნდის ფეხბურთელი საერთოდ არ იღებს ხელფასს - ისე, უბრალოდ, ენთუზიაზმზე თამაშობენ!
ჰო, ეს ყველაფერი პირველ ლიგაში ხდება და ადვილი წარმოსადგენია, თუ რა პრობლემები იქნება რანგით უფრო დაბალ, ანუ მეორე ლიგაში, სადაც ასევე მალე გამოცხადდება შესვენება.
უფრო ზუსტად, დასავლეთ ზონაში პირველი წრე დამთავრდა, აღმოსავლეთში კი - გრძელდება...
თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე ახლავე შეგვიძლია და დღეს სწორედ მეორე ლიგის (სამოყვარულო სტატუსი რომ აქვს) გათამაშებაზე გვინდა ვისაუბროთ: ერთ დროს პოპულარულ გუნდებზე, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ცნობად მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებზე და ასე შემდეგ...
ძველი სახეები: ჩუბინიძე, შეროზია...
დასავლეთ ზონაში პირველი წრე დამთავრდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ საშუალედო ეტაპის გამარჯვებული ზუგდიდის "ლაზიკა" გახდა. თუმცა, ვიდრე ამ გუნდზე ვისაუბრებდეთ, ისიც გვინდა ვთქვათ, რომ დასავლეთ ზონის გათამაშებას უკვე წლებია იმერეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია (პრეზიდენტი - ვალერი მანაგაძე) ატარებს.
ამ ორგანიზაციას საკუთარი ვებ-გვერდიც აქვს, სადაც ოპერატიულად შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია არა მხოლოდ მეორე ლიგის დასავლეთ ზონის მატჩებზე (ეგ კი არა, მიმოხილვებიც აქვთ), არამედ ამ რეგიონული ფედერაციის ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა ტურნირის შესახებაც შეიტყობთ ბევრ რამეს.
...დასავლეთ ზონაში ორი ისეთი გუნდი ასპარეზობს, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაშიც რომ უასპარეზია: სენაკის "ეგრისი" და ზესტაფონის "მარგვეთი". გურამ ჩიქობავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ეგრისი" კვალდაკვალ მისდევს "ლაზიკას", აი, "მარგვეთმა" კი პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა. თუმცა ზესტაფონელებს საამაყოდ უნდა ჰქონდეთ ის ფაქტი, რომ სწორედ "მარგვეთის" ფეხბურთელი ლიდერობს ბომბარდირთა დავაში: 20 წლის ონისე ჩინჩალაძემ 12 მატჩში 18 გოლი გაიტანა, რაც, ვფიქრობთ, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.
...დღესდღეობით მეორე ლიგაში (ორივე ზონაში) მოასპარეზე გუნდებიდან "მარგვეთს" აქვს ყველაზე მეტი სეზონი (რვა) უმაღლეს ლიგაში გატარებული; ეგ კი არა, 1995-96 წლების ჩემპიონატში "მარგვეთი" მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა! თანაც, "მარგვეთმა" იმ სეზონის მართლაც დრამატულ ფინიშზე სამ გამოკვეთილ ფავორიტს აჯობა: რუსთავის "მეტალურგს", "სამტრედიას" და ფოთის "კოლხეთს".
"მარგვეთის" მაშინდელი წარმატება კლუბის იმდროინდელ პრეზიდენტ ვასილ ხაჭაპურიძესთან ერთად მთავარი მწვრთნელის, ზაურ ჩუბინიძის დამსახურებაც გახლდათ. და აი, ზაურ ჩუბინიძე დღესაც აგრძელებს თავის ხანგრძლივ სამწვრთნელო კარიერას და 73 წლის სპეციალისტი კვლავაც მშობლიურ "მარგვეთს" მოძღვრავს!..
...ლევან აკობია, მამუკა ჭკადუა, დემურ სამსეიშვილი, ნიკა ხუხია, დავით კუტალია, - ამ ფეხბურთელებს სულ ახლო წარსულში არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ უმაღლეს ლიგაში; ლევან აკობია წლების განმავლობაში სომხეთის პირველობაზეც ასპარეზობდა, მაგრამ ახლა "ლაზიკაში" არიან და გუნდს პირველ ლიგაში გადასვლაში ეხმარებიან.
აღარაფერს ვამბობთ "ლაზიკას" მთავარ მწვრთნელზე: ბესიკ შეროზიას ხომ მართლაც "ეხერხება" ამა თუ იმ გუნდის ზედა ლიგაში აღზევება! ამ სპეციალისტმა ჯერ კიდევ 12 წლის წინ "ლაზიკა" მეორედან პირველ ლიგაში გადაიყვანა, ორი წლის შემდეგ კი - უმაღლესშიც!
თუმცა ამ პერიოდში ჩვენთან ხომ "მოდაში" იყო გუნდების "გაერთიანება" და ამიტომაც მოხდა, რომ 2004-05 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ზუგდიდის "ლაზიკას" ნაცვლად... თბილისის "სპარტაკმა" იასპარეზა! თუმცა, შეროზია მალე "მეორე წრეზე" წავიდა და ზუგდიდის კიდევ ერთი, ახლად დაარსებული გუნდი "მგლები" ჩაიბარა და აქაც იგივე გამეორდა: პირველივე ცდაზე "მგლებმა" მეორედან პირველ ლიგაში აინაცვლეს, მერე კი, უკვე ერთი წლის შემდეგ, გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!
შეროზია ორსეზონნახევარი თავკაცობდა "მგლებს" (მერე "ბაია" რომ გადაერქვა) და ვერავინ იტყოდა, რომ ეს გუნდი მაჩანჩალა იყო; თუმცა 2009-10 წლების სეზონის პირველი ეტაპი რომ დასრულდა, ეს სპეციალისტი ზუგდიდიდან წამოვიდა და პირველ ლიგაში დაბრუნდა, ოღონდ არანაკლებ კი არა, ბევრად უფრო ამბიციურ გუნდში - ფოთის "კოლხეთში". ჰოდა, სწორედ შეროზიას ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე უძველესმა გუნდმა სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.
ფოთის მერე შეროზია კვლავაც პირველ ლიგას დაუბრუნდა და წინა სეზონში, პირველ ეტაპზე, ცხინვალის "სპარტაკის" ფაქტობრივად, ერთადერთი კონკურენტი სწორედ მისი დამოძღვრილი ხობის "კოლხეთი" იყო.
ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არც მეორე ლიგაში მუშაობა ითაკილა და თავის ძველ-ახალ გუნდთან, ზუგდიდის "ლაზიკასთან" ერთად ჯერ პირველ ლიგაში, მერე კი, ალბათ... უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასაც შეეცდება!
P.S. აღმოსავლეთ ზონაში როგორც კი პირველი წრე დასრულდება, იქ მოასპარეზე გუნდებსა თუ ფეხბურთელებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ.
საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
XII ტური
მარკ სტარი-არაგვი 5:1
ბორჯომი-ლიახვი 5:2
რუსთავი-ივერიონი 3:3
დინამო (ს)-სასკო 2 2:0
იბერია-ფორვარდი 7:3
დურუჯი-გოლიადორი 7:1
აბული-ივერია 1:0
საქ. უნივერსიტეტი-ალაზანი 5:3
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორჯომი 12 10 2 0 44-8 32
2. მარკ სტარი 12 10 0 2 52-9 30
3. საქ. უნივერს. 12 8 2 2 41-17 26
4. ივერია 12 8 1 3 33-19 25
5. ლიახვი 12 7 4 1 28-15 25
6. გოლიადორი 12 7 0 5 34-29 21
7. არაგვი 12 4 5 3 24-23 17
8. აბული 12 5 2 5 14-17 17
9. დურუჯი 12 5 1 6 19-20 16
10. ივერიონი 12 3 5 4 19-21 14
11. ალაზანი 12 3 3 6 19-20 12
12. დინამო (ს) 12 3 1 8 14-33 10
13. იბერია 12 3 1 8 22-44 10
14. რუსთავი 12 2 1 9 20-53 7
15. სასკო 2 12 2 0 10 10-32 6
16. ფორვარდი 12 1 2 9 10-33 5
ჭაბუკთა ლიგა
1996/97 წ.დ.
XII ტური
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:4
გურია-მერანი 1:0
მეტალურგი-დილა 1:0
სიონი-ნ. დინამო 2:1
დინამო (თბ)-35-ე სს 4:2
ზუგდიდი-ტორპედო 1:1
ზესტაფონი-საბურთალო 1:0
დინამო (ბთ)-ჩიხურა 2:1
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალურგი 12 11 1 0 38-8 34
2. ვიტ ჯორჯია 12 7 4 1 28-17 25
3. ტორპედო 12 7 4 1 21-12 25
4. დინამო (თბ) 12 7 1 4 25-14 22
5. დინამო (ბთ) 12 7 1 4 26-20 22
6. დილა 12 6 4 2 24-8 22
7. მერანი 12 6 1 5 15-16 19
8. საბურთალო 12 5 3 4 20-14 18
9. 35-ე სს 12 5 2 5 21-20 17
10. სიონი 12 4 1 7 18-26 13
11. ზუგდიდი 12 3 4 5 13-15 13
12. ზესტაფონი 12 3 3 6 13-22 12
13. ნ. დინამო 12 3 2 7 19-28 11
14. სპარტაკი 12 2 2 8 13-27 8
15. გურია 12 2 1 9 4-33 7
16. ჩიხურა 12 1 0 11 7-25 3
1998/99 წ.დ.
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 0:3
გურია-მერანი 1:3
მეტალურგი-დილა 0:3
სიონი-ნ.დინამო 2:2
დინამო (თბ)-35-ე სს 1:3
ზუგდიდი-ტორპედო 2:0
ზესტაფონი-საბურთალო 0:0
დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:0
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბურთალო 12 9 3 0 41-3 30
2. დინამო (თბ) 12 9 2 1 39-6 29
3. 35-ე სს 12 8 1 3 25-14 25
4. დილა 12 7 3 2 18-8 24
5. ტორპედო 12 7 1 4 28-13 22
6. ზუგდიდი 12 7 1 4 19-16 22
7. ნ. დინამო 12 6 4 2 15-12 22
8. ვიტ ჯორჯია 12 5 2 5 18-15 17
9. მეტალურგი 12 4 3 5 15-19 15
10. ზესტაფონი 12 3 5 4 11-11 14
11. დინამო (ბთ) 12 4 1 7 10-16 13
12. სპარტაკი 12 3 1 8 15-28 10
13. მერანი 12 3 1 8 8-30 10
14. გურია 12 2 1 9 7-43 7
15. სიონი 12 1 4 7 12-29 7
16. ჩიხურა 12 1 1 10 4-22 4
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"