გიორგი დარასელია: "ზუგდიდში" ბრაზილიელები დებულების გამო ვერ მოგვყავს

AutoSharing Option
როცა "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა, გვითხრა, რომ გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელის მიწვევას აპირებდა.

ერთ-ერთ მათგანზე, ირაკლი შალიკაშვილზე, უკვე ვწერდით. მასთან ერთად, კვირაზე მეტია, რაც "ზუგდიდში" საბა ადამაშვილიც ვარჯიშობს.

23 წლის შალიკაშვილი უნივერსალია, თამაშობს ნახევარმცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე. ის იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. კარიერა "სამტრედიაში" დაიწყო, შემდეგ ორი სეზონი "გაგრაში" გაატარა და ისევ "სამტრედიაში" დაბრუნდა - ეს იმ დროს, გუნდი უმაღლეს ლიგაში რომ გამოდიოდა. ბოლოს კი პირველი ლიგის "ჭიათურაში" თამაშობდა.

ადამაშვილი 1992 წლის 29 სექტემბერსაა დაბადებული და მარცხენა მცველის
პოზიციაზე თამაშობს. იყო ბოლნისის "სიონისა" და გორის "დილას" ფეხბურთელი, ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატი.

ისინი გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდნენ. "ზუგდიდის" პრესსამსახურის ცნობით, შესაძლებელია, დარასელიამ მარტვილის "მერანის" წინააღმდეგ მორიგი ტურის მატჩში ათამაშოს.

ზუგდიდელთა მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ახალბედა ფეხბურთელები შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებენ და გუნდს გააძლიერებენ. მან სხვა საინტერესო ამბებიც გვითხრა.

"შალიკაშვილი და ადამაშვილი კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებენ.

ჩვენ კიდევ ორი თავდამსხმელის აყვანა გვსურდა. ორივე ბრაზილიელია, ორივე თავისუფალი აგენტია და იმედი მქონდა, განაცხადში შევიყვანდით, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის დებულებაში წერია, რომ სამზე მეტი ლეგიონერის განაცხადში შეყვანა არ შეიძლება.

ორი ეგვიპტელი უკვე გვყავდა და კიდევ ორს ვერ დავიმატებდით",
- ამბობს დარასელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
aaaaa gasagebia gasagebia... fulii unda kvelas fuli torem gundis bedi aravis agelvebs. ertaderti kaci jezia iko vinc gulit edga am saqmes, vinsac fuli iqit mihkonda gundshi da aferistobebs vinc ebrcoda da ashkaraa cmao kvelaferi. nagavit aivso zugdidis zugnidi
iago
15:54 30-11-2013
0
დარასელია ერთი კვირაა არაა რაც მუშაობ და 4 ათასი ლარი რომ აიღე უკვე მაგაზე რას იტყვი? ეს ვიტ ჯორჯიასთან მოგების პრემიაა ალბათ?
odisi
11:00 30-11-2013
0

სიახლეები პოპულარული