დუშან უჰრინი: "პლზენთან" მოლაპარაკება დაწყებულია

AutoSharing Option
ჩეხური "სპორტ აქტუალნე" მორიგ სიახლეს გვატყობინებს დუშან უჰრინის შესახებ - ჩეხური გამოცემის მიხედვით თბილისის "დინამოს" თავკაცმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება პლზენის "ვიქტორიასთან", რადგან ზდენეკ ზემანმა ჩეხურ კლუბს საბოლოო უარი შეუთვალა!

მეტიც, გამოცემას თავად უჰრინის სიტყვები მოაქვს: "ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხე მოლაპარაკება. მაგრამ ჯერჯერობით არაფერია კონკრეტული", - განუცხადა თბილისელთა თავკაცმა "სპორტ აქტუალნეს".

შეგახსენებთ, რომ "პლზენი" დატოვა პაველ ვრბამ, რომელიც ჩეხეთის ნაკრების თავკაცი გახდა, ის ჯერჯერობით კლუბშია, რადგან ლიგის დასრულებამდე და შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე, 15 დეკემბერის ჩათვლით ვრბა სამსახურში უნდა იყოს.
მერე კი გუნდს ახალი თავკაცი ესაჭიროება.

ჩეხეთში ზამთრის შესვენება 2 დეკემბერს იწყება, საქართველოში კი - 19 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტით დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" სეზონის ბოლომდე ეკუთვნის.

ასევე იხილეთ:
"ჩემი ოცნება ჩეხეთის ჩემპიონატის მოგებაა", - დუშან უჰრინი "პლზენში" მიდის?
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო ხართ უმადურები, წვა და წავიდეს რა არი, ფეხბურთის თამაში რომ დააწყებინა დინამოს მადლობა არ ეკუთვნის? თუ არ უნდა გადავიდეს პლზენში? გადასარევი ხალხი ხართ რაა...
PARFIUMER
10:23 30-11-2013
0
წავა და წავიდეს. ეგაც კაპელო არ იყოს
თემო
23:18 29-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული