უამინდობამ ეროვნული ჩემპიონატი შეაფერხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში, რომელიც 4 და 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს, უამინდობის გამო ცვლილებები მოხდა.

უფრო კონკრეტულად, სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება იძულებული გახდა, შემდეგი მატჩები გადაედო:

"დინამო თბილისი" - "გურია"
"სიონი" - "ზუგდიდი"
"მერანი" - "ვიტ ჯორჯია"

როგორც ხედავთ, პრობლემები იმ გუნდებს შეექმნათ, რომლებსაც რიკოთის უღელტეხილი აქვთ გადასავლელი.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, უღელტეხილზე სამანქანო მოძრაობა დროებით შეჩერებულია. სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება მთელი საღამო არკვევდა დეტალებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამასთან, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიც მოუწოდებს მოქალაქეებს,
უამინდობის გამო თავი შეიკავონ უღელტეხილებზე გადაადგილებისგან.

საღამოს ინფორმაციით, ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მატჩები ერთი დღით გადაიწევს და 5 დეკემბერს გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
გრაფიკი კიდევ უფრო შემჭიდროვდება.
guja_kakhadze
23:44 03-12-2013
0

სიახლეები პოპულარული