ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ბოლო თამაში იყო დუშან უჰრინისთვის. ჩეხი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება, სადაც "პლზენს" ჩაუდგება სათავეში.
ამ თემაზე უჰრინი ვრცლად 6 დეკემბერს, 13 საათზე, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2012 წლის ივნისში დაინიშნა. მისი
რაც შეეხება 5 დეკემბერს გამართულ მატჩს, ანგარიში გურულებმა გახსნეს - 28-ე წუთზე სტუმრები წინ ვილი ისიანმა გაიყვანა. დინამოელებმა მატჩის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. 58-ეზე ჯერ ჩისკომ გაათანაბრა, 79-ეზე მასპინძლები წინ გიორგი მერებაშვილმა გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი ჯაბა დვალმა 89-ეზე დააფიქსირა.
* * *
ნანატრი გამარჯვება იზეიმა შინ ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. ჟერარდ სარაგოსას გუნდმა თორნიკე კაპანაძის მიერ მე-20 წუთზე გატანილი გოლით მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქუთათურებმა გამარჯვება 2 თვის წინ, 6 ოქტომბერს იზეიმეს ("მერანთან"). მას შემდეგ ჩატარებული 6 მატჩიდან "ტორპედომ" ერთი ფრედ დაასრულა, დანარჩენში კი დამარცხდა.
* * *
ბოლნისის "სიონმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "ზუგდიდი" მიიღო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ლადო ახალაიამ გაიტანა.
* * *
სამტრედიაში წააგო მარტვილის "მერანმა", რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 1:2.
ანგარიში გიორგი კორიფაძემ მე-12 წუთზე გახსნა. მარტვილელებმა გათანაბრება მალევე შეძლეს - მე-20 წუთზე თავი ლაშა ღონღაძემ გამოიჩინა, თუმცა 76-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ მაინც გაიტანა და "ვეტერინარებს" სამი ქულა მოუტანა.
იხილეთ: ზესტაფონი-ჩიხურა 1:1 - ძმამ ძმა არ დაინდო [VIDEO]
იხილეთ: მეტალურგი-დილა 0:0 - მერე რა, რომ სუსხია... [VIDEO]