ვინ გაწვრთნის თბილისის "დინამოს"?

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩამდე გავრცელებული ხმები, რომ დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" დატოვებდა და პლზენის "ვიქტორიას" ჩაიბარებდა, 5 დეკემბერს თავად ჩეხმა სპეციალისტმა დაადასტურა.

ახლა საკითხავი ისაა, ვინ ჩაიბარებს თბილისის "დინამოს"? უჰრინის სავარაუდო შემცვლელთა კანდიდატურები უკვე განიხილება.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ყოფილა, თუმცა ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა, რადგან ჩიხრაძეს კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

კულუარული ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატი მარტვილის "მერანის" ყოფილი მწვრთნელი, დღეს კი თბილისის "დინამო 2"-ის დამრიგებელი მალხაზ ჟვანიაა.

ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როცა ახალგაზრდა სპეციალისტი
მარტვილიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: აქ მუშაობა ძნელია, თორემ "დინამო" კარგი გუნდია
დინამო-გურია 3:1 - ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩემის აზრით მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ადგილობრივი კადრებიდან უნდა ირჩეოდეს. ლეგიონერის აყვანა კი, უნდა იყოს იშვიათი გამონაკლისი.
ფერნანდო
22:36 06-12-2013
0
ჩემი აზრით დინამოში უნდა მოიყვანონ ნორმალური დონის უცხოელი მწვრთნელი, მინიმუმ უჰრინის დონის, თუ უკეთესი იქნება მაგას რა სჯობია...
და არა მარტო დინამომ, ყველა ქართულმა კლუბმა ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნება უკეთესი იქნება მოიწვიონ უცხოელი მწვრთნელები...
Walkabout
14:52 06-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული