ზუგდიდი-დინამო 0:3 - მალხაზ ჟვანიას წარმატებული დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
9 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის მატჩში, "ზუგდიდმა" თბილისის "დინამოს" განმუხურში უმასპინძლა.

მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, "დინამომ" პირველივე შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

დაპირისპირების დებიუტში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ანგარიში "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა გახსნა.

Sportall.Geდედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მოპოვებული სათამაშო უპირატესობა 32-ე წუთზე ანგარიშშიც ასახეს. დინამოელთა უპირატესობა დორინ გოგამ კიდევ უფრო განამტკიცა.

მეორე ტაიმი, პირველი ნახევრის მსგავსად, სტუმრების კარნახით წარიმართა. გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ელგუჯა გრიგალაშვილს და ჯაბა დვალს.

დინამოელებმა მატჩი ათი კაცით დაასრულეს.
დაპირისპირების 69-ე წუთზე მსაჯმა გიორგი გველესიანი გააძევა.

თამაშის საფინალო ანგარიში 81-ე წუთზე დაფიქსირდა. ზუგდიდელთა კარში გოლი შეცვლაზე შემოსულმა დაარკო გლიშიჩმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
უამინდობის გამო XVI ტურის გადადებული "გურია"-"ტორპედოს" მატჩი 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, "ჩიხურა"-"მერანის" შეხვედრა - 11 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე "მცხეთა პარკზე".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა რა გიშლით ხელს წიტაიშვილო და დარასელია? ახალ დირექტორსაც ვერ და არ გააქვს გოლები? 4 თამაში და არცერთი გატანილი გოლი...მოშორდით გუნდს სანამ დროა...თუმცა სანამ ახალ ბიუჯეტს არ შეჭამთ თქვენ წამსვლელები ხართ სადმე...
zugdideli
19:24 11-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული