მოულოდნელი შედეგით დასრულდა შეხვედრა მცხეთაში, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "მცხეთა პარკზე" ირაკლი ეხვაიამ გაიბრწყინა, რომელმაც ქუთაისელთა კარი ერთი-მეორის მიყოლებით, 49-ე და 50-ე წუთებზე დალაშქრა.
დარჩენილ დროში "ტორპედომ" მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო - გატანილი გოლით რევაზ ბარაბაძე 79-ე წუთზე გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ეს ზუგდიდელთა მეორე გამარჯვებაა მიმდინარე ჩემპიონატში. რაც შეეხება "ტორპედოს", შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს წარუმატებელი სერია
* * *
ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც "მეტალურგმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია - 3:1.
მასპინძლები მე-17 წუთზე ანგარიშში წინ გიორგი ჩირგაძემ გაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა ორბურთიანი ჯერ გიორგი გავაშელიშვილმა (49) გახადა, ჩირგაძემ კი 72-ე წუთზე დუბლი გაიფორმა.
დარჩენილ დროში გურულებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითვა შეძლეს - 89-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
* * *
14 დეკემბერს, ზესტაფონში გასამართი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც "ზესტაფონს" ცხინვალის "სპარტაკისთვის" უნდა ემასპინძლა, უამინდობის გამო გადაიდო.
შეხვედრის ჩატარების თარიღი და ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
იხილეთ ვიდეო:
უმაღლესი ლიგის XVII ტურის წინ: ბუნება მბრძანებელია!