ალმათელებმა მერვედფინალში 4:0 მოუგეს ყარაგანდის "შახტიორს".
ამავე სტადიაზე გავიდა გოგიტა გოგუას "ირტიშიც", რომელმაც ქართველი ლიდერის გარეშე "აკჟაიკს" მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
* * *
კვიპროსის I დივიზიონში (ჩემპიონობისთვის მებრძოლი ჯგუფი) ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" შინ დაუზავდა "აპოლონს" - 1:1. ჩვენებურმა სრულად ითამაშა.ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გამართულ დავაში კი "ახნასმა" სტუმრად 2:1 მოუგო "დოქსას". გამარჯვებულთა შორის, შოთა გრიგალაშვილი 46-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ შეცვალა. ელგუჯა გრიგალაშვილს არ უთამაშია.
იქვე,
* * *
აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ბაქოს "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 0:4 წააგო "ყარაბაღთან". "ინტერის" ძირითადში იყვნენ გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა კასრაძე და ნიკა კვეკვესკირი. "ინტერის" ჩვენებურმა დამრიგებელმა ზაურ სვანაძემ კასრაძე 70-ე წუთზე შეცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"