ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, მცხეთაში "ზუგდიდთან" წაგების (1:2) შემდეგ, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ წარუმატებლობის მიზეზებზე ილაპარაკა:

"პირველ ტაიმში "ზუგდიდი", ფაქტობრივად, არც გადმოსულა ჩვენს ნახევარზე. მართალია, ბევრი მომენტი არც შეგვიქმნია, მაგრამ ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გახსნის საშუალება მოგვეცა.

ყველაფერი მეორე ტაიმის დასაწყისში აირია, ორწუთიან მონაკვეთში დასანანი ბურთები გავუშვით და შემდეგ მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბევრს ვუტევდით და არაერთი მომენტი წყალს გავატანეთ, მაგრამ ერთზე მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ.

ძნელიც იყო, რადგან "ზუგდიდი" თავს 11 ფეხბურთელით იცავდა. ესეც
ფეხბურთია და მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ".


ამის შემდეგ კითხვაზე, რატომ არ იყო 18-კაციან განაცხადში "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფეხბურთელი ნიკა საბანაძე, სარაგოსას პასუხმა ყველა გააოცა:

"რატომ და, იმიტომ, რომ საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა"
.

ეს თქვა, წავიდა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა - გაუშვა თუ არა სარაგოსამ 21 წლის თავდამსხმელი? ამ კითხვით "ტორპედოს" აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი პაპიაშვილს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ საბანაძეს საზარდული აწუხებს, მისი ტრანსფერზე დაყენება კი კატეგორიულად გამორიცხა.

რაც შეეხება სარაგოსას ვიზავის, გიორგი დარასელიამ მოკლედ შეაჯამა თამაში:

"ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან შრომა დაგვიფასდებოდა. ეს გამარჯვებაც ამ შრომისა და სათამაშო დისციპლინის ნაყოფია. შესვენებისას უკეთესად მოვემზადებით და იმედი მაქვს, ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედო-ზუგდიდი 1:2 - კრიზისი გრძელდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ახლა ამ მწვრთნელსაც გაუშვებენ, არავის არ უნდა სიმართლის გაგონებაც კი ამიტომაც ვართ ფსკერზე....
giorgi
13:16 16-12-2013
0
გეგუჩაძე,გეგუჩაძე, გეგუჩაძე !
Tengo
17:36 16-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული