"პლზენის" მეპატრონე ტომაშ პაკლიკმა განაცხადა, რომ უჰრინი ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე და პაველ ვრბას შემცვლელად სხვას სერიოზულად არც განიხილავდნენ. უბრალოდ, უჰრინს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა თბილისის "დინამოსთან", რომელიც დეკემბრის დასაწყისში ორმხრივი თანხმობით შეწყდა.
უჰრინმა განაცხადა, რომ "პლზენში" წასვლა მას მამამ, დუშან უჰრინ-უფროსმა ურჩია, რომელიც ასევე თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცია:
"მამამ მირჩია, რომ კარიერა "პლზენში" გამეგრძელებინა. არადა, ის "სპარტას" დიდი ფანია, ახლა
"არ ვიტყვი, რომ "პლზენის" გაწვრთნა ძნელი იქნება, რადგან პაველ ვრბამ ძალიან დიდი საფუძველი ჩადო ამ გუნდში და ის ისედაც კარგად მომზადებულია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩამოსვლის მეშინოდა და თბილისში დარჩენა მინდოდა.
მე აქ ჩამოვედი ერთი მიზნით, კლუბმა ჩეხეთის ჩემპიონატი უნდა მოიგოს. მე ჩემი სათამაშო ფილოსოფია მაქვს, თუმცა ის ვრბას ფილოსოფიისგან დიდად არ განსხვავდება - ჩვენ შემტევი ფეხბურთი გვიყვარს.
მინდა, აქაური კარიერა "შახტართან" მოგებით დავიწყო. ევროპალიგაზე ძალიან კარგი გუნდი შეგვხვდა, მაგრამ ეს გუნდი სტუმრად ცუდად თამაშობს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ტრანსფერებს, ისინი იქნება, თუმცა ახლავე არა".
უჰრინი 6 იანვარს "პლზენს" ანტალიაში ჩაიყვანს პირველ შეკრებაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უჰრინიდან უჰრინამდე - "დინამოდან" საკუთარი სურვილით არ მიდიან...