ზესტაფონი-სპარტაკის გადადებული მატჩი თებერვალში გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ქვეყნის XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" და ცხინვალის "სპარტაკი" უნდა დაუპირისპირდნენ, 2014 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ მოხერხდა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზემო იმერეთში უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ დაისადგურა. ეს გარემოება კი გაყინული მოედნის ბალახის
დაუზიანებლად გაწმენდას შეუძლებელს ხდის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება ზესტაფონელთა და ცხინვალელთა მატჩის 2014 წლის 22 თებერვალს გამართვის შესახებ. შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

წყარო: fczestafoni.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული