თბილისის "დინამო" თავიდან იწყობა - სამი წავიდა, შვიდი ტრანსფერზეა

AutoSharing Option
ოფიციალურად, ჩვენთან ზამთრის სატრანსფერო "ფანჯარა" ჯერ არ გახსნილა, თუმცა, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანად გადახალისებული შემადგენლობით რომ დაიწყებს მეორე ეტაპს, ფაქტია.

ახლა აღარ შევუდგებით იმაზე ლაპარაკს, თუ რა სავალალო ფინანსური მდგომარეობაა უმაღლესი ლიგის ძალიან ბევრ კლუბში.

სამაგიეროდ, ფეხბურთის გულშემატკივარს ამჯერად სატრანსფერო სიახლენი აინტერესებს და იმის მიუხედავად, რომ პირველი ეტაპის უკანასკნელი ოფიციალური მატჩი 2 დღის წინ გაიმართა და, წესითა და რიგით, გუნდები დამსახურებულ შვებულებაში უნდა წასულიყვნენ, რამდენიმე გუნდში სერიოზულზე მეტი რომ ჰქვია, აი, ისეთი საკადრო ცვლილებები მოხდა.

თანაც, როგორც
მოსალოდნელი იყო, ყველაზე "ხმაურიანი", რაღა თქმა უნდა, თბილისის "დინამოში" მომხდარი თუ მოსალოდნელი ცვლილებებია.

თუმცა, ერთი მხრივ, ეს ფაქტი მთლად სენსაციად არც უნდა მიგვეჩნია: გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის წასვლისთანავე ცნობილი იყო, რომ "დინამოს" ხელმძღვანელობა "კურსს" შეცვლიდა და გუნდის გაახალგაზრდავების პროცესიც დაიწყებოდა.

"დინამოში" ჯერჯერობით ოფიციალურად არც ერთი ფეხბურთელის წასვლა-მოსვლის ამბავი არ დაუდასტურებიათ, თუმცა 23 დეკემბერს ჩვენთვის ცნობილი გახდა რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ.

ასე, მაგალითად: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "დინამო" დატოვეს ცენტრალურმა მცველმა გიორგი შაშიაშვილმა, გარემარბმა ირაკლი ლექვთაძემ და გუნდის კაპიტანმა, საყრდენმა ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ. ამათ გარდა, ტრანსფერზეა დაყენებული 7 ფეხბურთელი: მეკარე ომარ მიგინეიშვილი, ცენტრალური მცველი გივი კვარაცხელია, მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე, უნივერსალი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი, ასევე მრავალპლანიანი შემტევი გიორგი მერებაშვილი, შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე და ფორვარდი დავით ხოჭოლავა.

უკვე ისიც ცნობილია, რომ მეორე ეტაპიდან "დინამოს" ღირსებას დაიცავენ "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი და ამპლუით გამთამაშებელი გიორგი ჯანელიძე და გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი ცენტრფორვარდი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე;

ამას გარდა, მიმდინარეობს მოლაპარაკება ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალურ მცველთან, გიორგი ხიდეშელთან და არ არის გამორიცხული, რომ მძიმე ტრავმის მერე დიდ ფეხბურთში დაბრუნებული ეს ჩინებული ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელიც თბილისის "დინამოში" ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხოდა სულ ეს ვარტ ქართველები, იმის მაგივრად რომ წინ წავიდეთ ყოველდღიურად უკან მივდივართ. დავემშიდობოტ ევროპას შეგცხვეთ ქართველებს მუქთახორებს
gaga
10:46 24-12-2013
0
ჩემთვის უფრო საინტერესო იქნება ახალგაზრდა,პერსპექტიული დინამო,ვიდრე ბებერი,უპერსპექტივო ლეგიონერებით(თან საკმაოდ დაბალი კლასის) და თუნდაც ქართველებით დინამო.
მთავარი პრობლემა-ვინ უხელძღვანელებს გუნდს,და რამდენად სწორად გაზრდიან?საერთოდ ყველა პერსპექტიულ ახალგაზრდა ქართველს შევეცდებოდი დინამოში მოყვანას...განსაკუთრებით აქცენტს 19წლის ნაკრების ფეხბურთელებზე გავაკეთებდი(ნ.ჭანტურია,აბურჯანია,ჯიქია...)
და კიდევ ერთხელ-კროიფი!საჭიროა კროიფი!სულ ცოტა კონსულტანტად!
akhali
12:58 24-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული