2008-09 წლების სეზონი გრიგოლ დოლიძემ აზერბაიჯანული "სიმურგის" რიგებში გაატარა. 2011-13 წლებში ის გია გეგუჩაძის დამოძღვრილ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. გასული წლის ზაფხულიდან კი გორის "დილაში" თამაშობდა და ევროპის ლიგის მატჩებში თავი ხარ
ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელთა ახალწვეულს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. წელს ის ნაკრებში თემურ ქეცბაიამაც მიიწვია.
"ზესტაფონს" დაუბრუნდა თეიმურაზ ღონღაძე. 28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-13 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.
უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე ღონღაძე "ზესტაფონის" შემადგენლობაში 2011-12 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ - ამ გუნდში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.
თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკომპანიაში იასპარეზა - 2011 წლის ზაფხულში მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ "დაჩიასთან" და ავსტრიულ "შტურმთან" ჩემპიონთა ლიგის და ბელგიურ "ბრიუგესთან" უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზერბაიჯანულ "ნეფტჩისთან" გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით, "ზესტაფონის" შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს გამართული.
წყარო: fczestafoni.ge