"ზესტაფონს" ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი შეუერთდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირი შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი (1+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: დიმიტრი ტატანაშვილი - თავდამსხმელი; დაბადებულია - 19.10.1983; სიმაღლე - 186 სმ, წონა - 79 კგ.

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: "ოლიმპიკი" (თბილისი) - 2001-03; "სპარტაკი" (ცხინვალი) - 2003-05; "ამერი" (თბილისი) - 2005-08; "ვიქტორია" (პლზენი, ჩეხეთი) - 2008-10; "კლადნო" (კლადნო, ჩეხეთი) - 2009-10; "მეტალურგი" (ზაპოროჟიე,
უკრაინა) - 2010-11; "დინამო" (თბილისი) - 2011; "მეტალურგი" (რუსთავი) - 2011-13; "დინამო" (თბილისი) - 2013; "ჩიხურა" (საჩხერე) - 2013.

უნდა ითქვას, რომ გამოცდილმა ფორვარდმა, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ თბილისის "ამერში" წარმატებული თამაშით გაითქვა, გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განსაკუთრებით მდიდარია დიმიტრი ტატანაშვილის სათასო რეგალიების კოლექცია - ის 3-3-ჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი. გარდა ამისა, ჩეხეთის თასის 2009-10 წლების გათამაშების გამარჯვებულიც გახლავთ.

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ახალწვეული მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სადღეისოდ 12 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მატჩებში 1 გოლიც აქვს გატანილი.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
უსამარტლობის ერთერთი მაგალიტია ეგ კაცი. სადაც კი უტამასია ყველგან გააქვს გოლებს , მაგრამ კაცს თუ პატრონი არყავს გასაქანს არსად აქვს. მიუხწდავად კარგი თამაშისა შანს არასოდეს აძლევენ მაგ. დინამოში რა სხვაზე სუსტია ეგ კაცი? მაგრამ არ დატოვეს იქნებ ზესტაფონმა გაგვახაროს ევროზე, რმერტმა ქნას ეგ საქმე. სხვათაშორის ეგრეა საქმე დვალიშვილის დროსა ნაკრებთან მიმართებით.
gaga
15:55 03-01-2014
0

სიახლეები პოპულარული