საერთოდ, 24 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი მტკივნეული გამოდგა. ზაფხულში ქუთაისის "ტორპედოში" მომხდარ საკადრო რევოლუციას შეეწირა, რადგან იქ გაახალგაზრდავება დაიწყეს; ახლა კი "ზუგდიდში" დაწყებული რეფორმების მსხვერპლი გახდა.
"ჩვენ ამ პოზიციაზე ნიჭიერი რომეო კანკია გვყავს და ვამჯობინეთ, რომ მისთვის გასაქანი მიგვეცა. დათა კარგი მოთამაშეა და არ მინდოდა, სათადარიგოებში ყოფილიყო. ჩვენი გადაწყვეტილებით, სხვაგან წასვლისა და თამაშის შანსი მიეცემა", - გვითხრა "ზუგდიდის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ.
"გამიკვირდა, მაგრამ
დარასელიას თქმით, ირაკლი ეხვაია კარიერას ცხინვალის "სპარტაკში" გააგრძელებს.
24 წლის თავდამსხმელი ზუგდიდელებისთვის უდავოდ დიდი დანაკლისი იქნება, რადგან სწორედ მისი დამსახურებით მოიგო გუნდმა სეზონის მიწურულს ქუთაისის "ტორპედოსთან" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და საერთოდაც, გოლეადორული თვისებებით გამორჩეულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"