თბილისის "დინამოს" 6 ახალი ფეხბურთელი ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

კლუბმა კონტრაქტი გააფორმა გორის "დილას" 29 წლის ფორვარდ ირაკლი მოდებაძესთან, ს.კ. "ზესტაფონის" 25 წლის საყრდენ ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილთან, "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელთან - 24 წლის მეკარე ნიკა დაუშვილთან და გუნდის 24 წლის კაპიტანთან - ნახევარმცველ გიორგი ჯანელიძესთან; ასევე, 25 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელთან და 19 წლის საყრდენ ნახევარმცველ მათე ცინცაძესთან, რომლებმაც მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ქუთაისის "ტორპედოში" გაატარეს.

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა ფეგბურტელები გაუსჰვა რა უნდატ ვაფსჰე? :@@@
nika
13:15 08-01-2014
0
ძარია,პაპავა,ჯანელიძე,გორგიაშვილი ცინცაძე + თუ დაიბრუნა განათხოვრებული ფეხბურთელები პარუნაშვილი,ჯიღაური კვეკვესკირი ძალიან ბეცრი ხომ არ არის ? არ იქნება ურიგო, ზესტაფონში ან საჩხერეში, რომ გაანათხოვროს "ზარმაცი" ფეხბურთელები
nika1533
13:38 08-01-2014
0

სიახლეები პოპულარული