გიორგი ფანცულაია: თბილისის "დინამოს" ვარიანტი გია გეგუჩაძემ გადაწონა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ქუთაისის "ტორპედო" კომპანია "ვისოლმა" მიატოვა და ამ კლუბის გარშემო ჯერაც დიდი გაურკვევლობაა. ვინ დააფინანსებს "ტორპედოს" და თუ დააფინანსებს, იქნება თუ არა ეს საკმარისი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად - ესაა ქუთაისელ გულშემატკივართა სადარდებელი.

ამასობაში, "ტორპედო" რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა - გიორგი ხიდეშელი და მათე ცინცაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებენ, "ზესტაფონში" კი ქუთაისელთა ყოფილმა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ მეკარე დავით კუპატაძე, მცველი ზაზა ჭელიძე, ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და თავდამსხმელი ნიკა საბანაძე წაიყვანა.

გუნდის ბოლო ტორპედოელი ახალწვეული კი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია გახლავთ, რომელმაც
8 იანვარს გუნდთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორც დავადგინეთ, ფანცულაიას თბილისის "დინამოც" იწვევდა, მაგრამ მან არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გააკეთა.

"ჯერ იმას ვიტყვი, რომ "ტორპედოს" დაშლაზე გული უზომოდ დამწყდა. ძალიან ძლიერი და პერსპექტიული გუნდი გვყავდა. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა.

რაც შეეხება ჩემს არჩევანს, ქუთაისიდან წამოსულს რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს. ლაპარაკი იყო პოლონეთისა და ბელგიის კლუბებზე, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. მერე თბილისის "დინამო" გამოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.

მაგრამ ყველაფერი გია გეგუჩაძის ფაქტორმა გადაწონა. უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მქონდა. მიყვარს მასთან ერთად მუშაობა. "ზესტაფონში" გადასვლა ამიტომ ვამჯობინე და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე.

შესაძლოა, წლეულს ჩემპიონობისთვის ბრძოლა არარეალური იყოს, რადგან ნახევარზე მეტი უკვე გასულია, მაგრამ ისეთი ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, მჯერა, მომავალი სეზონისთვის ოქროს მედლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიქნებით"
, - ამბობს ფანცულაია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი რა,კაი რა, ფანცულაია მოგალატე ხარრრრრრრრრრრრ,და ყველა ვინც ტორპედო დატოვა და ფულს დახამმდა,მოიცა მოგინდებატ თქვენ უკან დაბრუნება. და ვისოლის *** კიდე ასე რომ მიატოვა ტორპედო, ლევან ფხაკაძე *** ყველაფერი ***,ქუთაიში ჩამოსული არ დაგინახოთ ***გამყიდველებო.
mudam torpedos siyvarulshi
13:19 09-01-2014
0
თუ "კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა", აბა რას ნიშნავს "ლაპარაკი იყო პოლონეთისა და ბელგიის კლუბებზე" ??? =)))))
Beni
18:15 09-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული