რევაზ ძოძუაშვილი: ხურციძე და დემეტრაძე უსაფუძვლოდ დაჩაგრეს

AutoSharing Option
ისე ჩანს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დატრიალებული მოვლენები, მოულოდნელად, კლუბისთვის სასიკეთოდ შემობრუნდა - გუნდის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების (და არა მხოლოდ) ინტერესი იზრდება.

"ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად უკვე დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილი. ახლა კი ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ ქუთაისურ კლუბს მისი ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე იბრუნებს, ხოლო პრეზიდენტობას საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძეს სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძე "ტორპედოს" მესაკუთრე 2005/06 წლებში იყო. როგორც მან "ლელოსთან" 2012 წლის ნოემბერში განაცხადა, უსაფუძვლოდ დააკავეს და კლუბი ზეწოლის შედეგად ჩამოართვეს. ამიტომ მის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა...

იხილეთ:
გია ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"


კომპანია "ვისოლი" კლუბიდან საკუთარი სურვილით წავიდა, მაგრამ ჯერ უცნობია, "ტორპედოს" მეპატრონე კვლავ ხურციძე იქნება თუ არა. თუმცა მას და დემეტრაძეს კლუბის სტრუქტურაში მუშაობა რომ შესთავაზეს, ეს ინფორმაცია რევაზ ძოძუაშვილმა დაგვიდასტურა.

"დიახ, დემეტრაძესა და ხურციძეს კლუბში მუშაობა მართლაც შესთავაზეს. ალბათ, გია გენერალური დირექტორი გახდება, ხოლო რომელ პოსტს დაიკავებს გიორგი, სჯობს ეს თავად მას ჰკითხოთ.

ისინი უსაფუძვლოდ დაჩაგრეს და მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლიათ"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ასისინდნენ უკვე!!!
gizo
11:07 11-01-2014
0
რამდენი მიხუისტი ყოფილა კიდე დარჩენილი ამ სპორტულ საიტებზე ვისაც მიხუა და მისი ნულოვანი ტოლერანტობა ენატრება ჩააკითხოს სადაც არის და გზის ფულს აუნაზღაურებს მიხუა. ქრთამებს და ფულებს მიხუა და მისი კგბ შნიკი ბიძა რო ხაპავდენ ისე უნდა მარა ამ ტვინ გაყინულ მიხუისტებს რას გააგებიებ ამას.
qutaiseli
12:20 11-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული