გიორგი დემეტრაძე: ქუთაისის "ტორპედოს" შემოთავაზებამ ძალიან გამახარა

AutoSharing Option
ისე ჩანს, რომ ქუთაისის "ტორპედოში" დატრიალებული მოვლენები, მოულოდნელად, კლუბისთვის სასიკეთოდ შემობრუნდა - გუნდის მიმართ ადგილობრივი ხელისუფლების (და არა მხოლოდ) ინტერესი იზრდება.

"ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად უკვე დაბრუნდა რევაზ ძოძუაშვილი. ახლა კი გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ქუთაისურ კლუბს მისი ყოფილი მეპატრონე გია ხურციძე იბრუნებს, ხოლო პრეზიდენტობას საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გიორგი დემეტრაძეს სთავაზობენ.

"ლელო" დემეტრაძეს დაუკავშირდა:

- შევიტყვეთ, რომ "ტორპედოში" მუშაობა შემოგთავაზეს...
- დიახ, მართალია და ამან ძალიან გამახარა. "ტორპედო" ტრადიციული კლუბია, ქუთაისელებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და ასეთ გარემოში მუშაობა ჩემთვის
სასიამოვნო იქნება.

- ანუ დათანხმდით?
- დიახ, სიამოვნებით დავეხმარები კლუბს სპონსორის მოძებნაში, ფეხბურთელებთან ურთიერთობაში, მაგრამ ვინ მოვა გუნდში და ვინ - არა, ამას ძოძუაშვილი გადაწყვეტს.

- როგორც გვითხრეს, "ტორპედოს" პრეზიდენტობა შემოგთავაზეს...
- დიახ, ამაზე იყო ლაპარაკი.

- უკვე დაინიშნეთ?
- ჯერ წერტილი არ დასმულა, გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი და იმედია, "ტორპედოს" ერთობლივი ძალებით ავაღორძინებთ.

ქართულ ფეხბურთს სჭირდება ძლიერი "დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "კოლხეთი", ბათუმის "დინამო"... და საერთოდ, სერიოზული კლუბები. მე კი ქართული ფეხბურთის დახმარება მსურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი: ხურციძე და დემეტრაძე უსაფუძვლოდ დაჩაგრეს
გია ხურციძე: ასე ჩამომართვეს ქუთაისის "ტორპედო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მამულოს! შე მართლა ..., ასე რამ დაგბოღმა.
gela
10:29 11-01-2014
0
დილა არ სჭირდებაა? რატო აითვალისწუნეთ ეს გუნდი, აწყობილი გუნდი რომ დაშალეთ, ტორპედოს რა ბიჯეტიდან ფულს არ მისცემთ თუ რა. თვენ არ გინდათ ძლიერი დილა.
vaxo
10:16 11-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული