ელგუჯა გრიგალაშვილი 2011-12 წლებში მარტვილის "მერანში" თამაშობდა და ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ამიტომაც წაიყვანეს ქუთაისის "ტორპედოში", სადაც ასევე მოწინავე პოზიციაზე იყო, შემდეგ კი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა.
მან თბილისური კლუბის გულშემატკივართა იმედები მალე გაამართლა და მათი ერთ-ერთი რჩეულიც გახდა: "დინამოს" უმტკივნეულოდ შეეწყო და საშემოდგომო ეტაპიც დამაჯერებლად ჩაატარა.
პარალელურად, თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდა.
შედეგად, 2013 წლის განვლილი წლის
უცნობია, რამ გამოიწვია თბილისის "დინამოს" გადაწყვეტილება, რომ 24 წლის ნახევარმცველი ტრანსფერზე დაეყენებინა, მაგრამ ფაქტია და ვერსად გავექცევით. ჩვენ კი დავინტერესდით, სად აპირებს ელგუჯა გრიგალაშვილი კარიერის გაგრძელებას.
შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი და "დინამოს" ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ - გრიგალაშვილთან კონტრაქტის გაფორმებით დაინტერესებულმა კლუბმა 200 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ელგუჯას ამ ინფორმაციისთვის კომენტარი ვთხოვეთ, მაგრამ მან ახალ კლუბში გადასვლამდე თავი შეიკავა. ცხადია, 200 ათასი დოლარის გადამხდელი ქართული კლუბი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, გრიგალაშვილი უცხოეთში უნდა წავიდეს, მაგრამ ქართველ ფეხბურთელებზე ევროპაში, რუსეთსა და უკრაინაში კატასტროფულად შემცირებული მოთხოვნის გამო ძალიან ძნელი სათქმელია, ეს რამდენად შესაძლებელია.
დავადგინეთ, რომ 24 წლის ფეხბურთელს რამდენიმე კლუბში იწვევენ, მაგრამ ჯერ მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, გადაწყვეტილი კი არაფერია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საინტერესო ტრანსფერები თბილისის "დინამოში"