"ზესტაფონი" ფეხბურთისთვის უჩვეულო გარემოში ემზადება

AutoSharing Option
იმერეთში მოსულმა თოვლმა ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

16 იანვარს, დილით, ზესტაფონელებმა ისევ ქალაქის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დახურულ დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს კი გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავა - სპორტსმენები თავიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მათ დათოვლილ მინდორზე გადაინაცვლეს და ვარჯიში ფეხბურთისათვის ესოდენ უჩვეულო ვითარებაში განაგრძეს.

16 იანვარს სავარჯიშო პროცესს გრიგოლ დოლიძე და ნაემეკა აჯურუ შეუერთდნენ. სამშობლოში გაკეთებული ოპერაციისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა გუნდის სერბი ლეგიონერი
იგორ იელიჩი
, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით მზადებას შეუდგა.

Sportall.Ge

იმერელთა სამწვრთნელო შტაბს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობამ გია გეგუჩაძეს გეგმები შეაცვლევინა - ზესტაფონელთა თავკაცმა გუნდს შაბათამდე დასვენების საშუალება მისცა...

აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვა ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა. "ზესტაფონში" აღარ იასპარეზებს ბოლო წლებში გუნდის უცვლელი გოლკიპერი და კაპიტანი როინ კვასხვაძეც - მას ჩვენს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუსრულდა.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
იანვრის დღესასწაულების შემდეგ ლელოში გამოჩნდებოდა ხოლმე სურათები, თუ როგორ იწყებდა სეზონისთვის, ტრადიციულად დინამო ბაკურიანში ფიზიკური მომზადების პროცესს. საინტერესოა თუ დაწერენ სპეციალისტები, რატომ მოხდა ამ ტრადიციის დავიწყება,როგორც არა პროფესიონალს მაქვს მოსაზრება, რომ ჟანგბადით მდიდარ ბუნებაში თხილამურებით სრიალი სასარგებლო იქნებოდა ფეხის კუნთების და სახსრების გასამაგრებლად.
gaiozi
15:39 17-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული