გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე მეტოქეს წითელი ბარათი აპატია

AutoSharing Option
ანტალიაში დაბანაკებული გორის "დილა" რუმინულ "ნავოდარს" გაეჯიბრა და მატჩის ბოლოს გაშვებული გოლით დამარცხდა.

რამაზ სოღოლაშვილმა გუნდი დატვირთვების ფონზე ათამაშა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ორი შემადგენლობა დაუპირისპირა - შესვენების შემდეგ მან ერთბაშად 7 ფეხბურთელი შეცვალა.

შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი, ორბელაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია - ასეთი იყო გორელთა სასტარტო შემადგენლობა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ქებურია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია, ახალკაცი, გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი.

მსაჯმა უხეშობისთვის ერთ-ერთი რუმინელი ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ გორელებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და მეტოქე კაცნაკლული მაინც არ დატოვეს - არბიტრს
სთხოვეს და წითელი ბარათი გააუქმებინეს. ამხანაგურ თამაშებში ასეთი რამ მოსულა...

ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ "დილადან" რამდენიმე ფეხბურთელი კი წავიდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, სოღოლაშვილმა შევსებაც სოლიდური მიიღო და რამდენიმე ფრიად გამოცდილი ფეხბურთელი აიყვანა.

თურქეთში 3 თებერვალს ჩასული "დილა" მომდევნო ამხანაგურ მატჩს რუსეთის ჩემპიონატის ქვედალიგელ ორენბურგის "გაზოვიკთან" 7 თებერვალს გამართავს.

კობა ინასარიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული