რამაზ სოღოლაშვილმა გუნდი დატვირთვების ფონზე ათამაშა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ორი შემადგენლობა დაუპირისპირა - შესვენების შემდეგ მან ერთბაშად 7 ფეხბურთელი შეცვალა.
შეყრილაძე, კვახაძე, თომაშვილი, ორბელაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, კორღალიძე, კოშკაძე, რაჟამაშვილი, შალამბერიძე, კვარაცხელია - ასეთი იყო გორელთა სასტარტო შემადგენლობა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ქებურია, შენგელია, გურეშიძე, ფოცხვერია, ახალკაცი, გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი.
მსაჯმა უხეშობისთვის ერთ-ერთი რუმინელი ფეხბურთელი გააძევა, მაგრამ გორელებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და მეტოქე კაცნაკლული მაინც არ დატოვეს - არბიტრს
ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ "დილადან" რამდენიმე ფეხბურთელი კი წავიდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, სოღოლაშვილმა შევსებაც სოლიდური მიიღო და რამდენიმე ფრიად გამოცდილი ფეხბურთელი აიყვანა.
თურქეთში 3 თებერვალს ჩასული "დილა" მომდევნო ამხანაგურ მატჩს რუსეთის ჩემპიონატის ქვედალიგელ ორენბურგის "გაზოვიკთან" 7 თებერვალს გამართავს.
კობა ინასარიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"