"ზესტაფონმა" ომარ მიგინეიშვილის მაგივრად სერბი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" განაგრძობს სეზონის განახლებისათვის მზადებას.

თურქულ ბელეკში მყოფი მარგველების ბანაკს 5 თებერვალს ახალი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის სერბი ბოიან პავლოვიჩი გოლკიპერი გახლავთ. სხვადასხვა დროს მას "ცრვენა ზვეზდას", აზერბაიჯანული "ყარაბახის", ისრაელის "ჰაპოელისა" და სერბული საფეხბურთო კლუბ ოფკ-ის რიგებში უასპარეზია.

მოლოდინის მიუხედავად, საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ არ დართო ომარ მიგინეიშვილს იმერელთა რიგებში მიმდინარე სეზონში ასპარეზობის უფლება. აქედან გამომდინარე, კლუბებსა და ფეხბურთელს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა...

რაც შეეხება ბოიან პავლოვიჩს, მან ზესტაფონელებთან ერთად უკვე ივარჯიშა. სხვათა
შორის, პავლოვიჩს "დინამოსა" და ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" შორის 2009-10 წლების სეზონში გამართულ მატჩებში უთამაშია.

7 თებერვალს "ზესტაფონი" მიმდინარე თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს - გია გეგუჩაძის გუნდი ჩეხეთის "გამბრინუს-ლიგის" წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ "პრშიბრამს" დაუპირისპირდება. ქართულ-ჩეხური დაპირისპირება "სუსესის" სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 19:00 საათზე (თბილისის დროით 21:00 საათზე) დაიწყება.

მომზადებულია fczestafoni.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული