თბილისის "დინამომ" თურქმენეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ანტალიური შეკრების ბოლო მატჩში თბილისის "დინამო" თურქმენეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, 2012 წლის ჩემპიონსა და თასის მფლობელს და ბოლო პირველობის ვერცხლის პრიზიორს, "ნებითიჩის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

თურქმენულ გუნდთან შეხვედრაში "დინამომ" ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშა. გუნდს ტრავმირებული გიორგი ლორია და ირაკლი მოდებაძე აკლდნენ.

ამ მატჩში დუბლი ჩისკომ შეასრულა (მე-6 და 88-ე წუთებზე), 30-ე წუთზე კი თავისსავე დარტყმული 11-მეტრიანის დამატებაზე გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. მეტოქემ დინამოელთა კარის აღება 59-ე წუთზე შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დინამოელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: დაუშვილი, პაპავა, ხიდეშელი (60 -
რეხვიაშვილი), გველესიანი, კვირკველია, პაპუნაშვილი, ძარია, ჯანელიძე (70 - ცინცაძე), ჩისკო, ვუო (78 - გორგიაშვილი), მერებაშვილი (46 - გოგა).

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
თურქმენეთშიც თუ თამაშობდნენ ფეხბურთს არ მახსოვდა. "კოლხოზჩი" ჰყავდათ ერთდროს და ისიც გაქრა სადღაც. ყურადღებით ვაკვირდები აზიის გუნდების ყველა გათამაშებებს და თურქმენეთის გუნდს ჯერ არ შევხვედრივარ. ანგარიში მაინც დამალეთ ხოლმე, თორემ ჩობნებისგან რომ გოლს გაუშვებ და კიდევ თავს იწონებ, სირცხვილია. "ნალჩიკი" არ დაგავიწყდეთ ჯობია და იქნებ თავმოყვარეობის გრძნობამ შეგაწუხოთ.
" victoria d"
18:40 10-02-2014
0
რამოდენა წარმატება ?!:))))))))
gerchi
19:00 10-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული