მოსამზადებელ პირობებზე
იდეალური პირობები გვქონდა მოსამზადებლად: საუკეთესო სასტუმრო, სავარჯიშო მოედნები, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც საჭირო იყო ხარისხიანი შეკრებისთვის.
მზადებაზე
მოგეხსენებათ, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ასევე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დაწინაურებული პირველ გუნდში. ჩვენი მთავარი ამოცანა მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება გახლდათ - მიზნისთვის, რომლისთვისაც ყველა ფეხბურთელი მონდომებით იშრომებდა.
გადავედით ახალ სათამაშო სისტემაზე. გამომდინარე აქედან, შემოდის ახალი იდეები, რომლებიც ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ და გაითავისონ.
ვმუშაობდით
ვფიქრობ, წინსვლა არის და შეკრებას დადებითად შევაფასებდი.
ახალწვეულებზე
გიორგი ლორიას ტრავმის გამო დაუშვილს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. ეს საერთაშორისო შეხვედრები დიდი სკოლა იყო მისთვის. მას აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ ბევრი აქვს სამუშაო.
ხიდეშელს და გორგიაშვილს ბევრი გაუცდათ, დიდი პერიოდის შემდეგ მოუწიათ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დაღლილობა დაეტყოთ, მაგრამ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებიან.
ცინცაძე და ჯანელიძე, შეიძლება ითქვას, რომ მზად არიან. იგივე ითქმის მოდებაძეზე, თუმცა ორ-სამდღიანი პაუზის გამო შეფერხდა მისი მონაწილეობა სავარჯიშო პროცესში.
მთავარია, რომ თითოეული ეს ფეხბურთელი მიიღო გუნდმა და ადაპტაციის პროცესი გავლილია. ისინი ერგებიან იმ სათამაშო მოდელს, რომლის სრულყოფაზეც ჩვენ ვმუშაობთ.
სპარინგებზე
"პოდბესკიძიესთან"
დინამო-პოდბესკიძიე 1:1 - ფრე და კურიოზი ქეცბაიას თანდასწრებით [VIDEO]
პირველი სპარინგი შეკრების მეორე დღეს გვქონდა და ფეხბურთელებს მგზავრობით დაღლილობა ეტყობოდათ. გუნდი ვერ შეხვდა ამ თამაშს მომზადებული. დასაწყისში ელემენტარული შეცდომა დავუშვით და გავუშვით. შემდეგ მთელი მატჩი ვცდილობდით ამ შეცდომის გამოსწორებას, რომ არ წაგვეგო.
"ჰაიდუკთან"
დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]
ჩვენ გვქონდა კონკრეტული დავალებები თამაშის ჩვენთვის სასურველი ტაქტიკური სქემებით წარმართვისთვის, რაც მეტ-ნაკლებად გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. ხორვატები სეზონს უფრო ადრე იწყებენ და მზადების ციკლით ჩვენზე წინ იყვნენ. თამაშსაც ეტყობოდა, ისინი ჩვენზე სწრაფად მოძრაობდნენ.
"მლადა ბოლესლავთან"
დინამო-მლადა 1:2 - მალხაზ ჟვანია 4-3-3-ს ცდის [VIDEO]
დაახლოებით იგივე დავალებები ჰქონდათ ფეხბურთელებს ჩეხებთან შეხვედრაშიც, მაგრამ აქ უფრო მეტად ორიენტირებულნი ვიყავით შედეგზეც. კომუნიკაცია მოედანზე, წინა შეხვედრასთან შედარებით, უკეთესი იყო, თუმცა ჩვენს თამაშს კვლავ ეტყობოდა, რომ უფრო მეტი შეთამაშება და ურთიერთგაგებაა საჭირო მოედანზე.
"ჩერნომორეცი"
დინამო-ჩერნომორეცი 1:0 - ჩაშლილი მატჩი და ნავსიანი შეკრება [VIDEO]
ამ შეხვედრაში გუნდი უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა. ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ცნობილია მატჩის ჩაშლის მიზეზები. "დინამოს" მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობას ვერ მივიღებდით.
ნალჩიკის "სპარტაკი"
ამხანაგური შოკი! - თბილისის "დინამომ" ნალჩიკის "სპარტაკთან" 1:6 წააგო...
ეს შეხვედრა არ იგეგმებოდა, მაგრამ "ჩერნომორეცთან" დაუსრულებელი მატჩის შემდეგ, იმისათვის, რათა ყველა ფეხბურთელს მისცემოდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სპარინგის ჩატარება. მართალია, ახალგაზრდებს პირველად მოუწიათ პირველივე წუთებიდან თამაში, ზედმეტად ნერვიულობდნენ, მაგრამ შანსი, რომელიც გეძლევა, უნდა გამოიყენო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გათავისებული ჰქონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც "დინამო თბილისის" მაისურით თამაშს ახლავს თან. აბსოლუტურად მესმის "დინამოს" გულშემატკივრის. ის საღამო ძალიან რთული იყო ჩვენთვის.
"ნებითიჩი"
დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]
წინა დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებიც უფრო მონდომებულები და მობილიზებულნი იყვნენ. პერიოდულად ნათლად ჩანდა ის, რისკენაც ვისწრაფვით.
შეჯამება
მთლიანობაში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუნდმა ფიზიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებში მოუმატა, ფიზიკური კონდიციები ამაღლდა. პროგრესია ტაქტიკური მომზადების მიმართულებით.
"სპარტაკთან" შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუნდი უფრო შეთამაშდა. გამოჩნდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
სამუშაო ბევრია. მზადებას თბილისში გავაგრძელებთ. ორი-სამი დღით გუნდი დაისვენებს, 14-ში შევიკრიბებით. სავარაუდოდ, 17-ში საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ და სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.
მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით