"სამტრედია" სეზონის განახლებისთვის საკუთარ სტადიონზე ემზადება

AutoSharing Option
პირველი ლიგის B ზონაში მოთამაშე "სამტრედია" საკუთარ სტადიონზე ემზადება. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი ბომბარდირმა გიორგი ერისთავმა დატოვა და თბილისის "დინამოში" გადავიდა.

ამას გარდა, "სამტრედიიდან" წავიდნენ ლაშა ჩალაძე, გიორგი გურეშიძე და გიორგი ხვედელიძე.

თუმცა მატებაც სოლიდურია: გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი გელა სანაიაა. გუნდში დაიმატეს: მცველი თორნიკე შალიკაშვილი, ნახევარმცველი აკაკი ჯანელიძე, ამავე პოზიციის მოთამაშეები - გიორგი მელქაძე
და შოთა კერძევაძე (ორივე მარტვილის "მერანი"), თავდამსხმელები - ილია პავლიაშვილი ("ვიტ ჯორჯია") და ზაურ ხაჭიპერაძე. ეს უკანასკნელი იმერულ გუნდში 2009-10 და 2012-13 წლებში ასპარეზობდა და 65 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი ახალწვეულია თავდამსხმელი ზვიად ქანთარია - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, უფროსი დუშან უჰრინის ერთ-ერთი ფავორიტი. მან "დინამო" ორი წლის წინ დატოვა. ტრავმების შემდეგ, ფორმის აღსადგენად, ის ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა.

"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა: 31 იანვარს ფოთის "კოლხეთთან" 2:2 ითამაშა (გოლები - კიკალიშვილი, ბაგაშვილი); 7 თებერვალს ხონის "იმერეთი" 2:1 დაამარცხა (ალავიძე, ბაგაშვილი), ხოლო 12 თებერვალს კი წყალტუბოს "სამგურალს" 5:2 მოუგო. თავი გამოიჩინეს ხაჭიპერაძემ (ჰეთ-თრიქი), ჯანელიძემ და ქანთარიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამტრედია! სამტრედიაააა!
zura
19:43 13-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული