ზესტაფონელებს შეკრების ბოლო მატჩი კვირას უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ შანსი რომ გაჩნდა, ერთი საწვრთნელი შეხვედრაც გაემართა, მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უარი აღარ თქვა.
დანიურ "ორჰუსს", სადაც სამი ჩვენიანი - დავით დევდარიანი, მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე - თამაშობს, თავისი შეხვედრა წინა დღეს თავსხმა წვიმის გამო ჩაეშალა და ვინაიდან მისმა მეტოქემ თურქეთი იმ დღესვე დატოვა, სპარინგის გარეშე რჩებოდა. თუმცა დამატებითი ამხანაგური მატჩი "ზესტაფონისთვისაც" მისაღები აღმოჩნდა.
ჩვენებმა 1:2 წააგეს, თუმცა მეტოქის კართან იმდენი
იქამდე "ზესტაფონს" ერთი ბურთი დევდარიანმა გაუტანა, ერთიც - იმერლებმა ავტოგოლით გაიტანეს. მოკლედ, ამ დაუგეგმავ სპარინგში გეგუჩაძის გუნდმა ისე წააგო, სამივე გოლი ქართველების ანგარიშზე ჩაიწერა.
"ზესტაფონმა" დანიელებთან ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი, ღონღაძე (72. თორ. გრიგალაშვილი), თედ. გრიგალაშვილი (85. ენდელაძე), ფერეირა, გურული, შარიქაძე (10. ჭანტურიშვილი), კუხიანიძე (78. ჭანკოტაძე), გეწაძე (81. სარდალიშვილი), დოლიძე (72. ფანცულაია), საბანაძე (60. კაპანაძე), ტატანაშვილი.
* * *
16 თებერვალს "ზესტაფონი" მაკედონიურ "ტურნოვოს" გაეჯიბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველები გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, თუმცა "ზესტაფონი" მაინც დამარცხდა. გიორგი მაკარიძემ პენალტი ვერ გამოიყენა, რაც იოლი საქმე გამოდგა მაკედონიელი მლადენოვისთვის. მერე ზედიზედ ორი გოლი საშკო პანდევმა გაიტანა და "ტურნოვოს" 3:1 მოაგებინა.
ზესტაფონი: კუპატაძე, თედ. გრიგალაშვილი, თორ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე (81. ღონღაძე), აჯურუ (71. ჭანტურიშვილი), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, კაკუშაძე (51. მაკარიძე), ფანცულაია (81. ტატანაშვილი), კაპანაძე.
17 თებერვალს "ზესტაფონი" სამშობლოში დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"