ლანჩხუთის "გურიაში" დავით მეგრელიშვილი გამოჩნდა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი ჩოხატაურში, ადგილობრივ "ბახმაროსთან" გამართა და 2:1 მოუგო.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ლანჩხუთელთაგან თავი პავლე ხორგუაშვილმა და დავით მეგრელიშვილმა გამოიჩინეს. ორივე - გორის "დილას" ყოფილი მოთამაშეა.

ძმები ხორგუაშვილების ლანჩხუთში გადასვლა არახალია. ძმები გორელები არიან, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ვალტერმა "დილაში" მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა, პავლემ კი 2-ჯერ. ამიტომაც იძულებულები გახდნენ, ახალი გუნდი მოეძებნათ.

მეგრელიშვილი კი "გურიაში" რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. 22 წლის მარცხენა მცველი ფოთელია და "კოლხეთში" თამაშობდა. 2011 წელს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის "დილას"
გაძლიერება დაიწყო, მეგრელიშვილი თემურ მახარაძემ მიიწვია და ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ათამაშებდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ისევ "კოლხეთს" დაუბრუნდა, წლევანდელი სეზონი კი ცხინვალის "სპარტაკში" დაიწყო.

ზამთარში მეგრელიშვილს კლუბის შეცვლა კვლავ მოუხდა და მოსამზადებელ ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოში" ისინჯებოდა. რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით, მან რამდენიმე საკონტროლო შეხვედრაში ითამაშა, თუმცა "ბენდელას თასზე" "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხების შემდეგ "ტორპედოში" აღარ გამოჩენილა.

"გურიამ" "ბახმაროსთან" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, ქურდაძე, ბერიანიძე, ვ. ხორგუაშვილი, შენგელია, გაჩეჩილაძე, პ. ხორგუაშვილი, კვირტია, კვერენჩხილაძე, ნიქაბაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: გოგუაძე, ვ. კილაძე, ნ. კილაძე, ინგოროყვა, მეგრელიშვილი, მიქავა, ტეიდი, ძამსაშვილი, გაგნიძე, ნარიაშვილი, ხარაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
2-1 მოიგო გურიამ
guruli gadareuli
15:51 19-02-2014
0

სიახლეები პოპულარული