თბილისის "დინამოს" მეორე გუნდმა "შახტარის" დუბლებს მოუგო

AutoSharing Option
თურქულ ბელექში შეკრებაზე მყოფმა "დინამოს" მეორე გუნდმა მორიგი სპარინგ-მატჩი გამართა. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა "ამკარის" დამარცხების (6:0) შემდეგ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს - დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობას 2 უპასუხო გოლი გაუტანეს.

მე-12 წუთზე ანგარიში გუნდის კაპიტანმა ბიძინა მახარობლიძემ გახსნა, მეორე გოლი კი დონეცკელებს 70-ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა გაუტანა - 2:0.

მომდევნო სპარინგს თბილისელები 24 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობის წინააღმდეგ გამართავენ.

დინამო 2: მიგინეიშვილი, გურეშიძე, ლოჩოშვილი, ბაჩიაშვილი (71. ჯაფიაშვილი), სამხარაძე, კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი, დიასამიძე (53. ჯიშკარიანი), მახარობლიძე (87. წილოსანი), ლობჟანიძე (82. ვოლკოვი), ზივზივაძე (75. ერისთავი).

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული