ბათუმელებმა პირველივე ტაიმში 6 უპასუხო გოლი გაიტანეს. ფიფიამ დუბლი შეასრულა, სიხარულიძემ კი მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო. მეორე ტაიმში ჰეთ-თრიქი მიითვალა ბაციკაძემ, აბუსელიძემ - დუბლი, თითო-თითო გოლი თევდორაძემ და გოგიტიძემ გაიტანეს.
დინამო: თებიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, ვარშანიძე, მაკარიანი, აშბა, ჭკუასელი, ფიფია, სიხარულიძე. შეცვლაზე: მაკარიანი, გოგიტიძე, ნაკაშიძე, ქორიძე, ადეიშვილი, მახარაძე, მუჯირი, თევდორაძე, აბუსელიძე, ბაციკაძე.
"გუნდის დაკომპლექტება დასრულდა. ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებიან.
გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა", - თქვა ჟორჟიკაშვილმა შეკრების შეჯამებისას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"