ლანჩხუთში ფეხბურთი ბრუნდება - "გურიას" შინ თამაშის ნება მაინც დართეს

AutoSharing Option
კვირას, 2 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XX ტურის შეხვედრები გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ მოედანზე თამაშის ნება დართო "გურიას", რომელიც ცხინვალის "სპარტაკს" ლანჩხუთის სტადიონზე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელოს სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობის გამო თამაშის ჩატარების საკითხი 1 მარტამდე არ იყო გადაყვეტილი.
იხილეთ: მაშინ დაჯექი ჩემს ადგილას!.. - ზვიად სიჭინავა ლანჩხუთის სტადიონს სტუმრობდა

ტურის ცენტრალური დაპირისპირება სატურნირო ცხრილის ლიდერების, თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩია, რომელიც ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. საჩხერელები საშინაო მატჩებს ივანწმინდაში, სავარაუდოდ,
მომავალი ტურებიდან ჩაატარებენ.

ბოლნის "სიონი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმასპინძლებს ქუთაისის "ტორპედოს", ხოლო მარტვილის "მერანი" რუსთავის "მეტალურგს" სამტრედიაში დაუხვდება.

ტრადიციულად, მცხეთაში გამართავს საშინაო მატჩს "ვიტ ჯორჯია", რომელსაც მეტოქედ "ზესტაფონი" ჰყავს, ხოლო განმუხურში "ზუგდიდი" გორის "დილას" უმასპინძლებს.

უმაღლესი ლიგის XX ტურის ყველა მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული