სათავეში წყვილი დუბლით

AutoSharing Option
"ზესტაფონი" აღარ ხუმრობს - გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში 13 გოლი გაიტანა, თავად კი ერთიც არ მიუღია. "სამტრედიას" 7:0 განადგურების შემდეგ, ფეროელებმა "სიონიც" მძიმე დღეში ჩააგდეს და ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

"ზესტაფონმა" უპირატესობა პირველივე წუთებიდან იგდო ხელთ და, მართალია, სწრაფი გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ანგარიშის გახსნა დროის საქმე იყო. განსაკუთრებით მძლავრად "ზესტაფონის" ნახევარდაცვა მოქმედებდა, რომელმაც სწრაფი და ტექნიკური თამაშით მეტოქის შუა ხაზი უბურთოდ დატოვა და "სიონის" საჯარიმოში სიმშვიდე ერთი წუთითაც არ იყო.

იმერელთა
ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი ჯაბა დვალი იყო, რომელმაც ქვემოქართლელთა დაცვის ხაზს საზრუნავი არ მოაკლო. "სიონის" დაცვა ვახსენეთ, აქვე ვთქვათ, რომ სტუმრები, უპირველესად, უკანახაზელების არადამაჯერებელი თამაშისა და უხეში შეცდომების გამო დამარცხდნენ. პირველივე ტაიმში "სიონის" კაპიტანი სერგი ორბელაძე დაშავდა და შეცვალეს, რამაც სტუმრებს ამ რგოლში კიდევ უფრო გაურთულა საქმე. დვალის დუბლით ნათელი გახდა, რომ ბოლნისელები ზესტაფონიდან ხელცარიელნი გაბრუნდებოდნენ.

სტუმართა განაცხადში გიორგი ნოდარის ძე ჭელიძის გვარს ამოიკითხავდით. ერთ დროს იმედისმომცემმა ფორვარდმა "სიონის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და იქ იჯარით, სავარაუდოდ, სეზონის პირველი ნახევრის ბოლომდე ითამაშებს.

შესვენების შემდეგ ჭელიძის ნაცვლად მოედანზე რევაზ გოცირიძე გამოჩნდა, რომელმაც თავისიანების თამაში შედარებით გამოაცოცხლა და 2:0-ზე მის წინააღმდეგ უხეშობისთვის "სიონის" ბანაკი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდა.

ეს "სიონის" ბოლო გაბრძოლება იყო, "ზესტაფონმა" კი საქმე აუღელვებლად მიიყვანა სასურველ დასასრულამდე. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული რატი წინამძღვრიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის გუნდს სამი ძლიერი თავდამსხმელი ჰყავს.


ზესტაფონი-სიონი 4:0
5.12. ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1 000 მაყურებელი

1:0 დვალი (29), 2:0 დვალი (65), 3:0 წინამძღვრიშვილი (86), 4:0 წინამძღვრიშვილი (90)

4-4-2 ზესტაფონი სიონი
4-5-1
რ. კვასხვაძე მერლანი
ალადაშვილი ქურასბედიანი
გ. ონიანი ორბელაძე
ხიდეშელი გ. თარგამაძე
ელიავა ლ. ჭელიძე
დაუშვილი ლ. ნოზაძე
გორგიაშვილი ნემსაძე
აფციაური ჩივაძე
გრიგალაშვილი მ. ოქროპირიძე
დვალი უგრეხელიძე
გელაშვილი გ. ნოდ. ჭელიძე

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. გეგუჩაძე გ. ყიფიანი

ზესტაფონი
46. ელიავა - ბაბუნაშვილი
71. გელაშვილი - წინამძღვრიშვილი
80. დვალი - ბენაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, მ. კობახიძე, გ. მიქაბერიძე, ფიფია

სიონი
35. ორბელაძე - ლ. ვაშაკიძე
46. გ. ნოდ. ჭელიძე - რ. გოცირიძე
65. მ. ოქროპირიძე - ისიანი
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. ოქროპირიძე, სანიკიძე, გ. მელქაძე

გაფრთხილება: მ. ოქროპირიძე (25)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული