სამტრედია ხვალიდან იწყებს

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის მზადებას "სამტრედია" ხვალიდან შეუდგება, თუმცა გუნდის დაკომპლექტების პროცესი უკვე დაწყებულია. უკვე ცნობილია იმერელთა სამი ახალწვეული – ძმები შალიკაშვილები "გაგრადან" და გიგა კვერენჩხილაძე ლანჩხუთის "გურიადან".

ცნობილია გელა სანაიას გუნდის მიერ ჩასატარებელი საკონტროლო მატჩების განრიგიც. 16 ივლისს "სამტრედია" ზუგდიდის "ბაიას" შეხვდება, 17 ივლისს ბათუმის "დინამოს", 20 ივლისს საჩხერის "ჩიხურას", ხოლო 22 ივლისს – მარტვილის "მერანს".

ახალი სეზონისთვის მზადების პარალელურად, მიმდინარეობს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფარის აღდგენითი სამუშაოებიც.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული