15:30 30-04-2014
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
მე ვიცი ერთი, ის, რომ ფეხბურთის ფედერაციაში შედგა შეკრება, სადაც თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს უმაღლესი ლიგის ცხრა და პირველი ლიგის 20 გუნდმა. შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ფეხბურთის განვითარებისთვის, მაშინ როდესაც მას მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება, მიზანშეწონილი იქნება, უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო კლუბების რაოდენობა გაიზარდოს 16 გუნდით. ეს მისცემს საშუალებას, გაიზარდოს საქართველოში ფეხბურთის გეოგრაფია, ფეხბურთი გახდეს უფრო მასობრივი, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი ლიგების თამაშებში და უფრო დახვეწონ თამაშის სტილი და ტექნიკა და ამავდროულად, საქართველოში დამატებით გაჩნდება 600–ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს ერთობლივი გადაწყვეტილება პირველი და უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 აპრილს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბების ხელმეორედ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა თეხბურთის ფედერაციაში და გაფორმდა შესაბამისი ოქმით. ყველა ეს მასალა გადაეცა როგორც ფეხბურთის ფედერაციას, ასევე სპორტის სამინისტროს.
კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაცია ამ მასალებს გაასაჯაროებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას.
ამ შემთხვევაში, მე არ შემიძლია ერთი მხრივ, არ დავეთანხმო ფეხბურთის ფედერაციის გათვლებს მის მიერ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით და არ გავიზიარო ისეთი პიროვნებების მოსაზრება და შეხედულები, როგორებიც არიან საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივართა უსაყვარლესი ადამიანები: ხურცილავა, ჩივაძე, გაბელია, ძოძუაშვილი, ნოდია, ჩელებაძე, ჭილაია, ხინჩიგაშვილი, კუტივაძე, დემეტრაძე, არველაძე, საქართველოს ვიცეპრემიერი–საქართველოდან საერთაშორისო არენაზე ფეხბურთში ყველაზე ტიტულოვანი ადამიანის კახი კალაძის და მეორე მხრივ, მივიღო პატივცემული ბიზნესმენის, რომან ფიფიასა და ლელოს რედაქციის ყოველმხრივ შეტევით თავსმოხვეული ე.წ. პროექტი, რომლის შინაარსიც ასეთია: იყოს ისე, როგორც არის, ვიყოთ ისე, როგორც ვიყავით, ვიყოთ პირველ ხუთეულში ერთად, თუ ვინმე კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდება, ისიც იყოს მხოლოდ ჩვენთან და ა.შ. მხოლოდ ჩვენ.....შედეგი:.... თბილისის ჩემპიონატი.