გელა სანაიამ სამტრედია დატოვა

AutoSharing Option
ძალიან მძიმე ვითარებაა "სამტრედიაში" - უმაღლესი ლიგის კოლორიტად ქცეული კლუბი დაშლის პირასაა, განმკითხველი კი არსაიდან ჩანს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ გელა სანაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ადეიშვილმა დაგვიდასტურა:

- სამწუხაროდ, სანაია მართლა წავიდა. მადლობის მეტი რა მეთქმის, გელა ძალიან კარგი პიროვნება და მწვრთნელი აღმოჩნდა, სამტრედიაში ლგულიანად იმუშავა და კლუბსრსაკუთარი ხელი დაატყო. გული მწყდება, ჩვენთან რომ აღარ იმუშავებს, მაგრამ იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით, ტყუილი დაპირებებს ვერ მივცემდით.

დროებითი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას აზრი არც ჰქონდა, რადგან პირველი ეტაპი
დასრულდა და ფეხბურთელები დასასვენებლად გავუშვით. მერე კი, თუ გუნდი შეიკრიბება და არ დავიშალეთ, მწვრთნელად ლევან ანჯაფარიძე იმუშავებს. არადა, ახალი წელი მოდის და ხელჩასაჭიდადაც არავის გვაიმედებს, რომ მეორე ეტაპზე მანეთით მაინც დაგვაფინანსებს. იგივეს ვიტყვი სახელფასო დავალიანებაზე. მე სამტრედიელების წინაშე სხვა პასუხისმგებლობა მაკავშირებდა, პირადი ვალებით და წვალებით გუნდი ბოლომდე შევინარჩუნე, როდესაც ეს ფოთსა და ზუგდიდში ვერ მოახერხეს. მაგრამ ვინ გაისტუმრებს ფეხბურთელებისა და მწვრთნელების 80-ათასლარიან ვალს, წარმოდგენა არ მაქვს. მადლობა ღმერთს, იმერეთში "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" სახით ძლიერი კლუბები გამოჩნდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ "სამტრედია" ზედმეტი ბარგია?

ფოთს და ზუგდიდს აიმედებენ მაინც, ჩვენ ისიც არ ვიცით, რას დაველოდოთ,. რადგან არავინ გვაიმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე კლუბი ვეღარ იარსებებს. ან ისღა დაგვრჩენია, სანტა კლაუსს დაველოდოთ", - გვითხრა ადეიშვილმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული