პირველი ტესტი ჩაბარებულია

AutoSharing Option
"ბაიამ", რომელმაც მომავალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზუგდიდელთა მეტოქე ხობის "კოლხეთი" იყო. მოლოდინისამებრ, უმაღლესლიგელებს პირველლიგელის დაჯაბნა არ გასჭირვებიათ. ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე სოლიდურად, 6:0 გაიმარჯვა.

"ბაიამ" "კოლხეთის" წინააღმდეგ ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშა.

პირველ ტაიმში: სომხიშვილი, კვეკვესკირი, კვესეიშვილი, რ. ონიანი, აკობია, გოგობერიშვილი, გ. ქირია, სიხარულია, გუგუჩია, კ. ჩხეტიანი, გ. ნოდ. ჭელიძე.

მეორე ტაიმში: ზარქუა, რიგვავა, კანდელაკი, შონია, აფაქიძე, ვართაგავა, ჩანგელია, მალიჩავა, ლომია, სამადაშვილი, მეგრელაძე.

ანგარიში 21-ე წუთზე გუნდის ახალწვეულმა გიორგი ნოდარის ძე ჭელიძემ გახსნა,
32-ე წუთზე "კოლხეთის" კარში გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა, 34-ეზე თავი ზვიად სიხარულიამ გამოიჩინა, 45-ეზე კვეკვესკირმა დუბლი გაიფორმა, შესაბამისად 83-ე და 87-ე წუთებზე კი მეტოქის კარი მურთაზ ჩანგელიამ და "ბაიას" კიდევ ერთმა ახალმა წევრმა გიორგი მეგრელაძემ დალაშქრეს.

"ბაია" ვარჯიშს საკუთარ ბაზაზე განაგრძობს და მორიგ საკონტროლო შეხვედრას 16 ივლისს, "სამტრედიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. ეს მატჩიც ზუგდიდში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული