ზვიად სტურუა: ფიზიკური შეხება ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ღმერთმა დამიფაროს!

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ვარჯიშის დაწყებამდე, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ზვიად სტურუამ აღმასრულებელ დირექტორ ნუგზარ ლომთაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შემდეგ ლომთაძემ კლუბის ხელმძღვანელობის სახელზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

შევიტყვეთ თუ არა ეს ინფორმაცია, თავდაპირველად კომენტარისთვის "სიონის" მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულს მივმართეთ:

"ეს მოხდა ერთ-ერთი ვარჯიშის დაწყების წინ. იმ დროს არ ვიყავი შემთხვევის ადგილზე. კრება მქონდა, ბიჭებს ვესაუბრებოდი.

როგორც ვიცი, ერთი შეკითხვის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან ცუდი ფაქტია. ერთია, როცა ფეხბურთელებში ხდება რაღაც და
მეორეა, როცა ასეთ ფაქტს ზედა ეშელონებში აქვს ადგილი.

მხოლოდ ერთის პირობა შემიძლია დავდო - კარგად შევისწავლით და გამოვიკვლევთ მომხდარს", - გვითხრა ბურდულმა.

ახლა მოვუსმინოთ "სიონის" აწ უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ნუგზარ ლომთაძეს.

- მართლა მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება თქვენსა და ზვიად სტურუას შორის?
- დიახ, ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი.

- მაინც, რა მოხდა?
- მომიახლოვდა და რაღაც შეკითხვა დამისვა. მე ვუთხარი, რომ ხელმძღვანელობასთან გაერკვია ყველაფერი. მან კიდევ გამიმეორა კითხვა და როცა იგივე პასუხი მიიღო, გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, არ დააკმაყოფილა პასუხმა.

- რა გკითხათ სტურუამ?
- საფეხბურთო თემაზე მკითხა...

"ლელოს" ცნობისმოყვარეობა თავად სტურუამ დააკმაყოფილა:

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ასეთი ამბავი შეიძლება ნებისმიერ გუნდში მოხდეს. საფეხბურთო თემაზე იყო მცირე გაუგებრობა.

რას ამბობთ, არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ღმერთმა დამიფაროს! რომელი საუკუნეა?

თასის თამაშზეც იყო ლომთაძე, შევხვდით ერთმანეთს და ხელიც ჩამოვართვით", - გვითხრა სტურუამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სტურუა ვისი მოყვანილია? ბურდულის მოყვანილია, კითხეთ და იტყვის, არ მგონია ეგ მაინც მოიტყუოს, ლომთაძე კიდე პატიოსანი კაცია და დიდი ხანია მაგ გუნდში მუშაობს და აქამდე არაფერი მიუქარავს. ეგაა, რო სტურუამ იჩხუბა და სხვა წავიდა, ანუ ხელს აფარებენ სტურუას
Gvanca
23:05 18-11-2014
0
სტირუა ვინ მიიყვანა, კალაძემ?
სოსო
17:31 18-11-2014
0

სიახლეები პოპულარული